საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, გერმანიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე დიდი სხვაობით - 77:3 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია