ამბები

13:27 | 9.02.2010 | ნანახია 1905 - ჯერ

ავსტრალიელ პორტუგალიელს რუსეთში ეპატიჟებიან

პორტუგალიის სარაგბო ნაკრების წევრი ჯო გარდენერი, რომელიც ამჟამად ლისაბონის “აგრონომიის” ღირსებას იცავს, შესაძალო, კრასნოიოარსკის “ენისეი-სტმ”-ის წევრი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ გარდენერი ავსტრალიაშია დაბადებული, თუმცა, პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღო და გასულ შაბათს, სოჭში ჩატარებულ “ერთა თასის” მატჩში თავი ჩინებულად წარმოაჩინა – რუსეთთან წაგებულ თამაშში (10:14) პორტუგალიელებს ათივე ქულა ოზმა შესძინა.
კრანოიარსკელთა თავკაცი ალექსანდრ პერვუხინი, რომელიც კარგა ხანს რუსეთის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ, გარდენერის პერსონით სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა და ლისაბონურ კლუბში ოფიციალური მიმართვაც აფრინა.
როგორც ირკვევა, “ენისეი-სტმ” თანახმაა, გაპორტუგალიელებულმა ავსტრალიელმა “აგრონომიის” რიგებშიც იასპარეზოს, რუსული გუნდის მაისური კი აპრილიდან სექტემბრამდე მოირგოს.
24 წლის გარდენერი პორტუგალიელებთან მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტებს აფორმებს, ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებას კი სწორედ ახლა აწარმოებს. 
შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს პორტუგალიის ნაკრები ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გარდენერის გაუვნებელყოფაზე ფიქრი “ბორჯღალოსნებსაც” მოუწევთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076585