საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, პორტუგალიის გუნდს, ლისაბონში, პირველი ტაიმის შემდეგ, 3 ქულის სხვაობით ამარცხებს.
“ბორჯღალოსნებმა”, მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმის შედეგად, მატჩის დებიუტშივე გახსნეს ანგარიში, მაგრამ მალე შეცდომა დაუშვეს და ლელო მიიღეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, “ლობუში” კი, 7:3 დაწინაურდა. მე-14 წუთზე ქართველებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს, გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, ბოლო მომენტში ბურთის გამოტანის ნაცვლად, თამაში საკუთარ თავზე აიღო და საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. შევენებამდე დარჩენილ დროში ქულის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა მოახერხა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 10:7 მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია