სამოას მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას ვეგასის ეტაპის ფინალში, მიმდინარე მსოფლიო სერიის ლიდერი ახალი ზელანდია 33:12 დაამარცხა და ამერიკის ეტაპზე პირველად იმარჯვა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს მსოფლიო სერიების 11-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამოელთათვის ეს მხოლოდ მეოთხე მოგებული ეტაპია და ამან მათ მიმდინარე სერიის ჯამში მეორე საფეხურზე ანაცვლების საშუალება მისცა. ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა მიქაელ პესემინომ, ვინაც ორი ლელო გაიტანა, სულ ტურნირში 11 ლელო დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა. მელელოვეთა შორის 7 ლელოთი მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა ალაფოტი ფაოსილივამ დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა. პესემინოს 11-მა ლელომ 55 ქულა შესძინა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მეორე ადგილი კი, 42-42 ქულით, ინგლისელმა ბენ გოლინსმა და სამხრეთ აფრიკელმა სესილმა გაიყვეს.
გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე, სამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდია, ჩილე და 7-კაცაში კარგად მობურთალი კენია ჩამოიცილეს. მეოთხედფინალში უელსმა მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ნახევარფინალში კი ავსტრალიასთან კიდევ უფრო გაუჭირდათ და მეტოქეს მხოლოდ გარდასახვის ხარჯზე აჯობა.
ზელანდიელებმა ფინალამდე თითქმის უპრობლემოდ მიაღწიეს. ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და გაიანას დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, დასკვნით მატჩში ავსტრალიას ბრძოლაში სძლიეს, მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკასთანაც მცირე სხვაობით იმარჯვეს, ნახევარფინალში კი კენიასთან პრობლემები თითქმის არ შექმნიათ. ფიჯიმ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკას კი აჯობა, მაგრამ V ადგილისთვის მატჩში როლები შეიცვალა და გასული წლის სერიის გამარჯვებულმა აფრიკელებმა, რევანშის აღებით V ადგილი მოიპოვეს. მასპინძელი ამერიკა მხოლოდ IX ადგილს შეწვდა, მან გადამწყვეტ ჯახში საფრანგეთის ნაკრებს სძლია და პირველი ქულები მოიპოვა.
ოთხი ეტაპის შემდეგ, სერიას 84 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორეადგილოსან სამოას 70 ქულა აქვს, ფიჯი 68 ქულით მესამე საფეხურამდე დაეშვა, მეოთხე ადგილს ინგლისი იკავებს (50 ქულა), მასზე ოთხი ქულით ნაკლები აქვს ავსტრალიას, კენია 44 ქულით მეექვსე ადგილზეა, შარშანდელი სერიის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა კი, 36 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ოთხი ეტაპის შემდეგ საუკეთესო მექულეებში ინგლისელი ბენ გოლინსი ლიდერობს, მის ანგარიშზე 187 ქულაა და 21 ქულით უსწრებს ფიჯელ უილიამ რიდერს. მელელოვეთა შორის ყველას სამოელი მიქაელ პესემინო ჯობნის (26 ლელო), მეორე ადგილს კი 20-20 ლელოთი კენიელი კოლინს ინჯერა და ზელანდიელი შერვინ სტოუერსი იყოფენ.
მომდევნო ეტაპი 19-21 მარტს ავსტრალიაში გაიმართება, სულ კი მსოფლიო სერია რვა ეტაპისგან შედგება.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 31:12
ავსტრალია - გაიანა 33:0
ახალი ზელანდია - გაიანა 49:0
ავსტრალია - საფრანგეთი 38:0
საფრანგეთი - გაიანა 12:12
ახალი ზელანდია - ავსტრალია 12:7
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 92-19 | 9 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 78-12 | 7 |
3 | საფრანგეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 24-81 | 4 |
4 | გაიანა | 3 | 0 | 1 | 2 | 12-94 | 4 |
B ჯგუფი
ფიჯი - აშშ 14:12
სამხრეთ აფრიკა - კანადა 33:0
ფიჯი - კანადა 26:12
სამხრეთ აფრიკა - აშშ 33:12
აშშ - კანადა 26:5
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 12:5
1 | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | 52-29 | 9 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 2 | 0 | 1 | 71-24 | 7 |
3 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 50-52 | 5 |
4 | კანადა | 3 | 0 | 0 | 3 | 17-85 | 3 |
C ჯგუფი
სამოა - შოტლანდია 41:12
კენია - ჩილე 33:7
სამოა - ჩილე 29:12
კენია - შოტლანდია 17:0
შოტლანდია - ჩილე 26:10
სამოა - კენია 19:7
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 89-31 | 9 |
2 | კენია | 3 | 2 | 0 | 1 | 57-26 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 38-68 | 5 |
4 | ჩილე | 3 | 0 | 0 | 3 | 29-88 | 3 |
D ჯგუფი
ინგლისი - უელსი 26:10
არგენტინა - იაპონია 0:7
ინგლისი - იაპონია 24:5
არგენტინა - უელსი 15:21
უელსი - იაპონია 22:5
ინგლისი - არგენტინა 12:12
1 | ინგლისი | 3 | 2 | 1 | 0 | 62-27 | 8 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 53-46 | 7 |
3 | იაპონია | 3 | 1 | 0 | 2 | 17-46 | 5 |
4 | არგენტინა | 3 | 0 | 1 | 2 | 27-40 | 4 |
1/4-ფინალი IX-XVI ადგილებისათვის
საფრანგეთი - კანადა 19:12
იაპონია - ჩილე 7:19
შოტლანდია - არგენტინა 7:14
აშშ - გაიანა 33:12
თასის 1/4-ფინალი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 12:5
ინგლისი - კენია 21:26
სამოა - უელსი 17:10
ფიჯი - ავსტრალია 7:28
ნახევარფინალი XIII-XVI ადგილებისათვის
კანადა - იაპონია 5:17
შოტლანდია - გაიანა 31:7
ნახევარფინალი IX-XII ადგილებისათვის
საფრანგეთი - ჩილე 45:7
არგენტინა - აშშ 14:19
ნახევარფინალი V-VIII ადგილებისათვის
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 27:14
უელსი - ფიჯი 0:32
თასის ნახევარფინალი
ახალი ზელანდია - კენია 21:7
სამოა - ავსტრალია 14:12
XIII ადგილისთვის
იაპონია - შოტლანდია 7:17
IX ადგილისთვის
საფრანგეთი - აშშ 17:28
V ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 12:7
თასის ფინალი
ახალი ზელანდია - სამოა 12:33
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია