საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის 23 მორაგბეს უხმო, თუმცა, შესაძლოა, წინასწარ რაზმში გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს ბოლო ორი წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც დისკვალიფიკაციის ვადას იხდის. გერმანიასთან და პორტუგალიასთან ნაომარ შემადგენლობას გამოაკლდა აქვსენტი გიორგაძე. მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ტრავმა მიიღო. რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ შემადგენლობაში ასევე არ იმყოფებიან იური ნატრიაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი. სამაგიეროდ, “ბორჯღალოსნებს” დაუბრუნდა შერკინების პირველხაზელი გოდერძი შველიძე, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო გუნდს გასულ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.
მსოფლიო თასზე მოხვედრის თვალსაზრისით, ესპანეთთან მატჩი უმნიშვნელოვანესია. 27 თებერვალს, მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ორი წლის ჯამში ახალი ზელანდიის საგზურისმომტან პირველ-მეორე ადგილს გაინაღდებს და ბუქარესტში რუმინეთთან და ტრაბზონში რუსეთთან გასამართ შეხვედრებს მხოლოდ “ერთა თასის” მოპოვების კუთხით ექნება დატვირთვა. “ბორჯღალოსნები” სასტუმრო “ქორთიარდში” დაბინავდნენ. სპორტსმენთა ნაწილი ორშაბათს, ნაწილი კი სამშაბათ გამთენიისას ჩამოვა თბილისში, სამშაბათს და ოთხშაბათს ორჯერად ვარჯიშებს გამართავენ, ხუთშაბათს და პარასკევს კი დღეში ერთხელ მსუბუქად ივარჯიშებენ.
შეხვედრა 27 თებერვალს “ბორის პაიჭაძეზე” გაიმართება და ის 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ხუთჯერ “ბორჯღალოსნებმა” იმარჯვეს, ორჯერ ესპანელებმა, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. ქართველებმა მეტოქეს ჯამში 246 ქულა გაუტანეს და 140 მიიღეს, ლელოთა სხვაობა კი 35-14-ზეა “ბორჯღალოსანთა” სასარგებლოდ.
ლეინმა საესპანეთოდ შემდეგ მორაგბეებს უხმო: დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 20 თამაში, 15 ქულა), გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 14 თ., 20 ქ.), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 57 თ., 75 ქ.), გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 58 თ., 55 ქ.), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 38 თ., 20 ქ.), ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 36 თ., 45 ქ.), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 62 თ., 30 ქ.), ლაშა მალაღურაძე («ბეზიე», საფრანგეთი, 22 თ., 70 ქ.), ირაკლი მაჩხანელი («სენტ ეტიენი», საფრანგეთი, 38 თ., 80 ქ.), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 44 თ., 65 ქ.), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 33 თ., 35 ქ.), მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 59 თ., 284 ქ.), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40 თ., 183 ქ.), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 32 თ., 10 ქ.), ირაკლი გიორგაძე («დაქსი», საფრანგეთი, 36 თ., 16 ქ.), ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 44 თ., 20 ქ.), გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 52 თამაში, 35 ქულა), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 14 თ., 20 ქ.), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 16 თ., 5 ქ.), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 3 თ.), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 13 თ.), ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, საქართველო, 4 თ.), დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი, 25 თ., 10 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 7 6 1 0 +170 20
2. რუსეთი 7 6 0 1 +107 19
3. პორტუგალია 7 3 1 3 +30 14
4. რუმინეთი 6 3 0 3 +78 12
5. ესპანეთი 6 1 0 5 -92 8
6. გერმანია 7 0 0 7 -293 7
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია