ამბები

19:42 | 22.02.2010 | ნანახია 2916 - ჯერ

რუსეთი რუმინეთს ორი ქართველით ხვდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უმთავრესი კონკურენტები 2010 წლის “ერთა თასზე” და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, რუსეთისა და რუმინეთის ნაკრებები, მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთურთის წინაშე სოჭში წარსდგებიან.
27 თებერვალს, თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და თუკი რუმინელებმა მეტოქე 10 ქულის სხვაობით არ დაამარცხეს, ახალი ზელანდიის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანს საბოლოოდ დაკარგავენ და მხოლოდ რეპეშაჟის იმედად დარჩებიან. ეს იმიტომ, რომ პირველ წრეში რუსებმა ბუქარესტში 28:19 იმარჯვეს, სატურნირო ცხრილში კი, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმთავრესი ყურადღება ურთიერთშეხვედრებს ექცევა. თუ რუსებმა სოჭში სასურველი შედეგის მიღწევა შეძლეს, ეჭვი არავის ეპარება, რომ ისინი მომდევნო ტურში მაჩანჩალა გერმანიას დაამარცხებენ და მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებასაც პირველად მოიპოვებენ.
უმნიშვნელოვანესი ჯახისათვის, “დათვების” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა გაფართოებული შემადგენლობა უკვე დაასახელა და მასში ქართული ფესვების მქონე ორი მორაგბე მოხვდა - შერკინების პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე და მესამეხაზელი გიორგი მინაძე. მთლიანობაში, გასული ორი მატჩისგან განსხვავებით, რომლებშიც რუსებმა სოჭში ჯერ პორტუგალია დაამარცხეს, მერე კი მადრიდში ესპანეთს სძლიეს, შემადგენლობაში სამი ცვლილება მოხდა. მინაძემ “კრასნი იარის” მესამეხაზელი ანდრეი გარბუზოვი ჩაანაცვლა, “ენისეი-სტმ”-ის პირველხაზელ ანდრეი გარბუზოვის ადგილს ნიკიტა მედკოვი დაიკავებს, უკანახაზელი იგორ გალინოვსკის ნაცვლად კი ვლადიმირ ოსტროუშკო ითამაშებს.  

რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: ვლადიმირ ოსტროუშკო (“იუგი”), მიხაილ ბაბაევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი პრონენკო (“ენისეი-სტმ”), გიორგი მინაძე (“იმპერია”), ალექსეი კორობეინიკოვი (“ენისეი-სტმ”), ნიკიტა მედკოვი (“სლავა”), ალექსანდრ გვოზდოვსკი (“კრასნი იარი”), ვიქტორ გრესევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადისლავ კორშუნოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ ვოიტოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იგორ კლუჩნიკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იური კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), კირილ კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი კუზინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი მატვეევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი ტემნოვი (“ენისეი-სტმ”), ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ შაკიროვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი ტრავკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), კარლო მაღლაკელიძე (“იმპერია”), ალექსეი პანასენკო (“ვვა-პოდმოსკოვიე”), არტიომ ფათახოვი (“ენისეი-სტმ”), ალექსანდრ ხროკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), სერგეი ტრიშინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვასილ არტიომოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”), კირილ კულემინი (“კასტრი”, საფრანგეთი), ანდრეი ოსტრიკოვი (“ორიაკი”, საფრანგეთი).
მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში
ასისტენტები: სტივ დაიმონდი, ჯოშუა ბაკსენდელი


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09759