საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, 27 თებერვალს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის, ორი კვირის წინ ლისაბონში პორტუგალიელთა მძლეველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება განახორციელა.
მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი - ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძის ადგილი დავით დადუნაშვილმა დაიკავა, დავით ხინჩაგიშვილის ნაცვლად, რომელსაც მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, გოდერძი შველიძე ითამაშებს, ვინაც წინა ორი მატჩი ოჯახური პრობლემების გამო გამოტოვა, დავით ზირაქაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა და მის ადგილს დავით ქუბრიაშვილი დაიკავებს, რომელმაც პორტუგალიაში შეცვლაზე ითამაშა. შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძის ნაცვლად პირველივე წუთებიდან ლევან დათუნაშვილი გავა. ნემსაძეს ხელი აწუხებს და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, დათუნაშვილმა კი ის ლისაბონში მეორე ტაიმში შეცვალა, თუმცა ახლა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მესამე ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, გიორგი ჩხაიძემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლაშა თავართქილაძე გამოჩნდა, რომელსაც ნაკრებში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ლეინის მოწონება დაიმსახურა და როგორც ვარჯიშებზე გამოჩნდა, აუტების მოწოდებისას ბურთის მოგების პატივი ძირითადად სწორედ მას ექნება.
ნახევარდაცვის ხაზი ამჯერადაც უცვლელი დარჩა, უკანა ხაზში კი რამდენიმე ცვლილება მოხდა. როგორც ჩანს, თედო ზიბზიბაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის კვლავ ძირითად შემადგენლობაშია, ოღონდ ამ ჯერზე დავით კაჭარავას ნაცვლად ირაკლი გიორგაძეს შეუწყვილდება, ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა მალხაზ ურჯუკაშვილი, ალექსანდრე თოდუა კი ის ერთადერთი მორაგბე აღმოჩნდა, რომელიც შეკრებაზე გამოძახებული 23 მოთამაშიდან განაცხადს მიღმა დარჩა. სათადარიგოთა შორის არიან ქართულ კლუბებში მობურთალი სპორტსმენები - “ყოჩების” შერკინების პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე და ქუთაისის “აია”-ს უკანახაზელი ირაკლი ჩხიკვაძე.
ესპანელებს თბილისში 24 კაციანი რაზმი მოყავთ, რომელთაგან 22 უკეთესს შეარჩევენ, გაფართოებულ გუნდში კი ერთი ჩვენებურიცაა - შერკინების პირველხაზელი დავით გურგენიძე, რომელმაც ესპანეთის ეროვნული გუნდი პირველად წელს დააჭაშნიკა.
როგორც წესი, ორივე გუნდი დასკვნით ვარჯიშს მატჩის წინა დღეს, მომავალი ჯახის ადგილას გამართავს, მატჩი კი 27 თებერვალს შედგება და ის “ბორის პაიჭაძეზე” 14:00 საათზე დაიწყება. ალბათ შეხსენება ზედმეტია, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ესპანელთა ძლევის შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს” ახალი ზელანდიის საგზური უკვე გარანტირებული ექნებათ და 13 მარტს ბუქარესტში რუმინელთა წინააღმდეგ, ხოლო 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთთან, მხოლოდ “ერთა თასის” შენარჩუნებისთვის და პრესტიჟისთვისღა იბრძოლებენ.
ქართველთათვის გადამწყვეტ მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - რეფერი ჟან პიერ მატე იქნება და მას ფილიპ ბონური და ბერნარ დელ მასო დაეხმარებიან. კომისარი ირლანდიელი ედი უოშლი იქნება.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
თბილისი. “ბორის პაიჭაძე” (14:00)
საქართველო - ესპანეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40 კეპი, 183 ქულა), 14. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 59 კ., 284 ქ.), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 44 კ., 65 ქ.), 12. ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 37 კ., 16 ქ.), 11. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 38 კ., 80 ქ.), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 22 კ., 70 ქ.), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 63 კ., 30 ქ.); 1. გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 52 კ., 35 ქ.), 2. დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი, 25 კ., 10 ქ.), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 13 კ., 0 ქ.), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენ იერი”, საფრანგეთი, 57 კ., 75 ქ.), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 32 კ., 10 ქ.), 6. გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 58 კ., 55 ქ.), 7. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 3 კ., 0 ქ.), 8. ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 36 კ., 45 ქ.);
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, თბილისი, 4 კ., 0 ქ.), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 20 კ., 15 ქ.), 18. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 14 კ., 20 ქ.), 19. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 38 კ., 20 ქ.), 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 44 კ., 20 ქ.), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 33 კ., 35 ქ.), 22. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 15 კ., 20 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ესპანეთი: პრადალი ენტონი, სებასტიან ჰატორი, დავით გურგენიძე, ვიქტორ ასევედო, მარკო პინტო, ხოსე მარია ბოხორკესი, ლეანდრო არამბურუ, სერხიო სოუტო, ხესუს რეკუერდა, ფედერიკო ნეგრილიო, რაფაელ კამაჩო, იგნასიო ასენია, გოთიე გიბუენი, მეთიუ კუკი, სანტიაგო ფერნანდესი, მარკ ჰუიგბერტი, მანუელ მასო, ხავიერ კანოსა, ხაიმე ნავა, პედრო მარტინი, ბენხამინ პარდო, იგნასიო მარტინი, მატიას ტუდელა, იგნასიო გუტიერესი.
მთავარი მწვრთნელი: გედ გლინი
ასისტენტი: ჯონ ჰოვარდ კარი
მენეჯერი: კით ჩეპმენი
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 7 6 1 0 +170 20
2. რუსეთი 7 6 0 1 +107 19
3. პორტუგალია 7 3 1 3 +30 14
4. რუმინეთი 6 3 0 3 +78 12
5. ესპანეთი 6 1 0 5 -92 8
6. გერმანია 7 0 0 7 -293 7
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია