საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
“ბორჯღალოსნებმა” 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ესპანეთის ნაკრები 17:9 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით, ქართველებმა ქულათა მარაგი 23-მდე გაზარდეს და ექვს გუნდს შორის, მსოფლიო თასის საგზურის პირდაპირმომტანი პირველ-მეორე ადგილი გაინაღდეს.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირში კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 13 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს, ტრაბზონში რუსეთთან. დარჩენილ შეხვედრებში, "ერთა თასის" მოქმედი გამარჯვებული ქართველი მორაგბეები ამ ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია