ამბები

0:50 | 28.02.2010 | ნანახია 4416 - ჯერ

ძლივს დანახული ზელანდია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში, “ბორის პაიჭაძის” სტადიონზე ესპანეთის ნაკრები დიდი გაჭირვებით - 17:9 დაამარცხა და ახალი ზელანდიის საგზური დაიბევა, თუმცა, იმდენად უხარისხო თამაში აჩვენა, რომ ამას, ამ მატჩში, ნამდვილად არ იმსახურებდა.
“ბორჯღალოსნებს” უამრავი წუნი ჰქონდათ და მამაცად მოთამაშე ესპანელებს მეტი მარიფათი რომ გამოეჩინათ, შედეგი სულ სხვაგვარი იქნებოდა. სტუმრები ჯარიმით მალევე დაწინაურდნენ და საქართველოს ნაკრებმა წინ გაჭრა მხოლოდ 32-ე წუთისთვის მოახერხა, როდესაც უდესიანმა ლელო გაიტანა და კვირიკაშვილმაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა - ტაიმი 7:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ, რამდენიმე წუთით, მოედანზე სწორედ ის საქართველოს ნაკრები ვიხილეთ, რომლის ნახვაც გვსურდა. თავართქილაძემ გაჭიანურებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მაგრამ კვირიკაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა - 12:3, თუმც კი თამაშის ხარისხი მყისვე კვლავ უარესი გახდა და ერთადერთი ნათელი წერტილი დადუნაშვილის ლელო აღმოჩნდა. დარჩენილ ათ წუთში ესპანელებმა ჯარიმიდან ორჯერ იხეირეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, თუმცა, გამარჯვება მაინც საქართველოს ნაკრებს დარჩა და მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ თამაშის უფლებაც შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება დაიბევა რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც რუმინეთთან მატჩი სოჭში ფრედ 21:21 დაასრულა, არადა რუმინელებს, ყველაზე ცოტა, 10 ქულის სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდათ. კიდევ ერთ შეხვედრაში, პორტუგალიამ გერმანია სტუმრად 69:0 გაანადგურა და რეპეშაჟში თამაშის უფლებისთვის ბრძოლას, რუმინეთთან ერთად განაგრძობს.


2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
თბილისი. “ბორის პაიჭაძე” 12000 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 17:9
საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. თედო ზიბზიბაძე (21. დავით კაჭარავა 63), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე (22. ირაკლი ჩხიკვაძე 63), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 70); 1. გოდერძი შველიძე, 2. დავით დადუნაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 70), 3. დავით ქუბრიაშვილი (17. დავით ზირაქაშვილი 50), 4. ილია ზედგინიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (19. გიორგი ჩხაიძე 50), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი;
სათადარიგოები: 18. გიორგი ნემსაძე.
3 ლელო: უდესიანი (32), თავართქილაძე (45), დადუნაშვილი (69)
გარდასახვა: კვირიკაშვილი (33)
სინბინი: დათუნაშვილი (8)
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ესპანეთი: 15. პედრო მარტინი, 14. იგნასიო მარტინი, 13. ხაიმე ნავა, 12. ხავიერ კანოსა, 11. ბენხამინ პარდო (17. პრადალი ანტონი, 22-32), 10. მანუელ მასო, 9. სანტიაგო ფერნანდესი (20. მარკ ჰუიგბერტი, 57); 1. ვიქტორ ასევედო (17. პრადალი ანტონი, 49), 2. ხოსე მარია ბოხორკესი (16. მარკო პინტო, 48), 3. დავით გურგენიძე, 4. ლეანდრო არამბურუ, 5. სერხიო სოუტო (18. ხესუს რეკუერდა, 66), 6. ფედერიკო ნეგრილიო, 7. იგნასიო ასენია (21. გოთიე ჟიბუენი, 59), 8. მეთიუ კუკი (19. რაფაელ კამაჩო, 53).
სათადარიგოები: 22. იგნასიო გუტიერესი.
3 ჯარიმა: ხაიმე ნავა (3, 73, 77)
სინბინი: ვიქტორ ასევედო (22)
მთავარი მწვრთნელი: გედ გლინი
ასისტენტი: ჯონ ჰოვარდ კარი
მენეჯერი: კით ჩეპმენი
რეფერი: ჟან პიერ მატე (საფრანგეთი)
თანამსაჯები: ფილიპ ბონური, ბერნარ დალ მასო (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: ედი უოშლი

27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი 21:21
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია 0:69
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი

2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 8 7 1 0 +178 23
2 რუსეთი 8 6 1 1 +107 21
3 პორტუგალია 8 4 1 3  +99 17
4 რუმინეთი 7 3 1 3  +78 14
5 ესპანეთი 7 1 0 6  -100  9
6 გერმანია 8 0 0 8 -362  8

შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1


ზურა ქსოვრელი











     


















         
        
     

        













 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088865