ამბები

17:38 | 12.03.2010 | ნანახია 3030 - ჯერ

18-წლამდე მორაგბეები საევროპოდ საფრანგეთში მოემზადებიან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც 28 მარტიდან ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება, წინსატურნირო ერთკვირიან მზადებას საფრანგეთის ქალაქ კანში გაივლის.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, შეგირდები თბილისში კი შეკრიბა, მაგრამ უამინდობის გამო, ისინი მოედანზე თითქმის ვერ გაიყვანა და ამ ნაკლის აღმოფხვრას საფრანგეთში ეცდება. ევროპის ჩემპიონატს იტალიის პატარა ქალაქი იესოლო უმასპინძლებს, რომელიც ტრევიზოს მახლობლად მდებარეობს.
ევროპის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში გუნდები სიძლიერის მიხედვით სამ (A, B და C) ჯგუფში არიან გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები, დანარჩენ შვიდ ნაკრებთან ერთად, უძლიერესებს შორისაა და ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. მგელაძის გუნდთან ერთად, იქ, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, რუმინეთის, ბელგიის, რუსეთისა და გერმანიის ნაკრებები თამაშობენ. ტურნირი ფლეი ოფის სისტემით იმართება, 1/4-ფინალში გამარჯვებული გუნდები ნახევარფინალში ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას, დამარცხებულები კი ბოლო ადგილისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რადგან მომავალი წლისთვის ბოლოადგილოსანი B დივიზიონში დაქვეითდება და მის ადგილს ქვედა დონეზე გამარჯვებული გუნდი დაიკავებს. ნებისმიერ შემთხვევაში, 18-წლამდელთა ნაკრებს 3 შეხვედრის გამართვა უწევს, რადგანაც ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება და მის მიხედვით მომავალი გათამაშების 1/4-ფინალისტთა წყვილები ლაგდება.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში, თასისთვის ბრძოლას ირლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეერკინება, მარცხის შემთხვევაში კი, მისი მომავალი მეტოქე ამავე წყვილში დამარცხებული გუნდი იქნება. მეოთხედფინალის მატჩი, 28 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 31 მარტს გაიმართება, ფინალები კი, სამ აპრილს შედგება.
საქართველოს ნაკრები კანში 16 მარტს გამთენიისას მიემგზავრება, იტლიისკენ კი, გეზს 25 მარტს აიღებს. ლევან მგელაძის გაფართოებულ სიაში 27 მორაგბეა, ევროპის ჩემპიონატზე კი, განაცხადში 26 მათგანი მოხვდება:
შერკინება: სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), ხვიჩა ბუჯიაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი), ბექა არაბიძე (“აია”, ქუთაისი), საბა ბერაძე (“ხულიგანა”, თბილისი), გიორგი ლომთაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი თეთრაშვილი (“ხულიგანა”, თბილისი), გურამ შენგელი (“ვანი”, ვანი), ნოდარ მარდალეიშვილი (“აია”, ქუთაისი), გიორგი ქოჩიაშვილი (“ხულიგანა”, თბილისი), ბექა ხიპაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა მამრიკიშვილი (“აია”, ქუთაისი), ზაზა ნავროზაშვილი (“ივერია”, თბილისი), დავით ხიდეშელი (თსუ, თბილისი), თორნიკე ჯიბლაძე (თსუ, თბილისი), ლაშა ლომიძე (“აკადემია”, თბილისი);
ნახევარდაცვა და უკანა ხაზი: ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ზიბზიბაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“რუსთავი”, რუსთავი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“თსუ-ლომები”, თბილისი), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“თსუ-ლომები”, თბილისი), დაჩი კოპაძე (“ჯიქები”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე
მწვრთნელი: დავით კაკაბაძე
მენეჯერი: ოთარ იაშვილი

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. A დივიზიონი
1/4-ფინალები. 28 მარტი. კვირა

მ1. საფრანგეთი - იტალია
მ2. ირლანდია - გერმანია
მ3. საქართველო - რუმინეთი
მ4. ბელგია - რუსეთი
თასის ნახევარფინალები. 31 მარტი. ოთხშაბათი
მ1 მოგებული - მ4 მოგებული
მ3 მოგებული - მ2 მოგებული
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 31 მარტი ოთხშაბათი
მ1 წაგებული - მ4 წაგებული
მ3 წაგებული – მ2 წაგებული
3 აპრილი. შაბათი. ფინალები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0837