13 მარტს, რაგბში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, 15:00 საათზე, „ნატახტარი კასრი“ და „რაგბის ქომაგთა კლუბი“, თბილისის ივენთ ჰოლსა (ფილარმონია) და ბავარიულ ლუდსახარშში (მის: სიონის 8), რაგბის ქომაგებს მათთვის დაგეგმილ დიდი ზეიმზე ეპატიჟება.
როგორც “მსოფლიო სპორტს” აცნობეს, აღნიშნული ზეიმის პროგრამაშია:
1. რაგბის ქომაგთა კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია და პრეზიდენტის წარდგენა (ივენთ ჰოლი)
2. ქომაგთა და საერთოდ, რაგბის გულშემატკივართა ქცევის წესების გაცნობა (ივენთ ჰოლი)
3. საქართველო-რუსეთის მატჩზე გასამგზავრებელი საგზურების გათამაშება (ივენთ ჰოლი და ბავარიული ლუდსახარში)
4. საინტერესო მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენების ჩვენება და უამრავი სიურპრიზის მოწყობა (ივენთ ჰოლი).
რაგბის ქომაგთა კლუბი, რომლის მიზანიც საქართველოში რაგბის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში მდგომარეობს, 13 თებერვალს, საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ დაფუძნდა. “ნატახტარი კასრისა” და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით შექმნილი კლუბის გამგეობაში, რომელმაც კლუბის ხელმძვანელად ნიკა რამიშვილი (დრუპი) აირჩია, ლუდსახარში “ნატახტარის”, რაგბის კავშირის, კომპანია “ბეთერფლაის”, სააგენტო “ლაივისა” და კომპანია “ჯეპრას” წარმომადგენლები შედიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია