ამბები

20:42 | 13.03.2010 | ნანახია 2320 - ჯერ

რაგბის ქომაგთა კლუბი ოფიციალურად საქმეშია

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრის წინ, თბილისში, ფილარმონიაში, “ივენთ ჰოლში” ოფიციალურად დაიბადა ქართული რაგბის ქომაგთა კლუბი.
კლუბის პრეზიდენტი ნიკა რამიშვილი გამგეობის წევრებმა ამ თანამდებობაზე, ერთხმად, დაახლოებით ერთი თვის წინათ აირჩიეს, თავად ორგანიზაციის პრეზენტაცია კი ახლაღა შედგა.
“ქომაგთა კლუბი ჩამოყალიბდა იმისათვის, რომ ბიჭებმა მოედანზე უფრო კომფურტულად იგრძნონ თავი. ეს არაა ერთჯერადი აქცია და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქომაგობა კლუბებზეც გადანაწილდეს და ყველა ქართულ კლუბს საკუთარი გულშემატკივარი ჰყავდეს” - განაცხადა ნიკა რამიშვილმა.
ქომაგთა კლუბმა “ივენთ ჰოლში” მისულ გულშემატკივარს სარაგბო შეხვედრებზე ქცევის კოდექსი დაურიგა, რომლის ამოსავალიც ისაა, რომ პატივი სცე არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მოწინაღმდეგე გუნდის მორაგბებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და მსაჯებს.
საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, კომპანია “ნატახტართან” ერთად, გათამაშდა 15 საგზური და მისი ბედნიერი მფლობელები, ოც მარტს, საქართველოსა და რუსეთის გუნდებს შორის გასამართ მატჩზე დასწრებას უპრობლემოდ მოახერხებენ.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094883