ტოპ 14

14:24 | 14.03.2016 | ნანახია 1568 - ჯერ

საუკეთესო მამუკა გორგოძე

ტოპ-14-ის მე-18-ე ტურში ვარსკვლავთ კრებულმა „ტულონმა“ შინ „გრენობლი“ მიიღო და პირველ წრეში განცდილი მარხისთვის სრულყოფილი რევანში აიღო. მასპინძლები მთელი თამაშის განვამლობაში დომინირებდნენ და სტუმრები 38:8 დაამარხეს. მასპინძლებმა მეტოქისთვის სამი ლელოთი მეტის დადებისთვის სატურნირო ცხრილში ბონუს ქულაც დაიმატეს.

თავის გუნდ ღირსეულად ულიდერა „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, რომელმაც ბერნარდ ლაპორტის თხოვნით პოზიცია შეიცვალა და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, შერკინების მეორე ხაზში გადაინაცვლა. „გორგოძილამ“ შეხვედრა ძირითდ შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 80 წუთი გაატარა და თამაშის შემდეგ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შეხვედრის განმავლობაში მან ხუთ მიძლაებაზე 23 მეტრით წაწია წინ ბურთი, ერთხელ გაჭრა ხაზი, 2 მეტოქეს დაუსხლტა და ერთი ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა და ერთი ბოჭვა გაუცუდდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ და კვაჭმა იური ნატრიაშვილმა - პირველი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდს შეტევაში დიდად არ დახმარებია, დაცვაში კი შვიდი შედეგიანი ბოჭვა მოუგროვდა. ნატრიაშვილი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, ერთი მიძალებით ორი მეტრით წაწია ბურთი და ერთი ბოჭვა შეასრულა. „ტულონის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, მეორეხაზელი კონსანტინე მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.

„ტულონმა“ პირველ ტაიმში ორი ლელო დადო, თავი მაა ნონუმ და დუან ვერმულენმა გამოიჩინეს, ხოლო მეორე ტაიმის 20-წუთიან ინტერვალში, 48-ედან 68-ე წუთამდე, სტუმართა ჩათვლის მოედანი კიდევ ოთხჯერ აიღეს - დელონ ერმიტეიჯმა, დრიუ მიჩელმა ორჯერ და ჟუან სმიტმა. „გრენობლმა“ პრესტიჟის ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა.

პარიზულ დერბიში შარშანდელმა ჩემპიონმა „სტად ფრანსემ“ მიმდინარე გათამაშების ლიდერ „რასინგ 92“-ს უმასპინძლა. თამაში დაძაბული გამოდგა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 16:13 მოიგეს, მეორე ტაიმის საწყის ოც წუთში ანგარიში არ შეცვლილა, დასკვნით მეოთხედში კი, მასპინძლებს გამძლეობამ და დისციპლინამ უმტყუვნათ, 61-ე და 63-ე წუთებზე მსაჯმა ისინი ორჯერ დასაჯა ყვითელი ბარათით, 13 კაცით დარჩენილმა „სტად ფრანსემ“ 66-ე წუთზე ლელო მიიღს და თითქოს ეს არ ყოფნიდათ, 2 წუთში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - შუბური ბოჭვისთვის მსაჯმა საკარია ტაულაფო მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა. სტუმრებმა წნეხს არ მოუკლეს და კიდევ ორჯერ დაალელოვეს მეტოქე, რითად დამატებითი ბონუს ქულა გამოიმუშავეს - 16:34. „სტად ფრანსეს“ პირველხაზელი ზურაბ ჟვანია სანაკრებო შეკრებაზე იყო გამოძახებული, გიორგი მელიქიძე განაცხადში ვერ მოხვდა, ისევე, როგორვ „რასინგის“ ბურჯი დავით ხინჩაგაშვილი.

დაძაბული გამოდგა პლეიოფში გასვლისთვის მებრძოლი „ტულუზის“ და „ბორდოს“ დაპირისპირება. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10:6 მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები მეტუისელა ტალებულას ლელოთი და პიერ ბერნარის გარდასახვით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონასწორობა ლუკ მაკალისტერის ჯარიმით აღადგინეს და შეხვედრა ფრედ, 13:13 დასრულდა. ვასილ კაკოვინი განაცხადში არ იყო.

გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა „კლერმონმა“, შინ „ბრივს“ უმასპინძლა და ბონუს ქულით, 25:6 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერები დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი გუნდს ცნობილი მიზეზების გამო ვერ დაეხმარნენ, ხოლო სტუმართა შემადგელნობაში შეხვედრა ძირითადში დაიწყო ვეტერანმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს. პირველ ტაიმში გოდერძი ერთხელ მიეძალა მეტოქეს და ერთი მეტრით წაიწია წინ, ასევე ერთი პასი გააკეთა, დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, ხოლო მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა. სათადარიგო იყო გიორგი ჟღენტი, რომელიც მოედანზე შესვენების შემეგ შევიდა, მსაჯმა ის სინბინით 61-ე წუთზე დასაჯა, დანარჩენ დროში ორ შეტევაში 5 მეტრით წინ წაწია ბურთი, ხოლო დაცვაში 1 ბოჭვა შეასრულა. კარლენ ასიეშვილი ნაკრებში იყო გამოძახებული.

საწყისი 20 წუთის შემდეგ ანგარიში 6:6 იყო, შესვენებამდე მასპინძლებმა სამი ლელო დადეს და მიუხედავად რამდენიმე კარგი შანსისა, მეორე ტაიმში ტაბლოზე აღარაფერი შეცვლილა.

გათამაშების ერთერთი აუტსაიდერი „აჟენი“ სტუმრად „კასტრთან“ განადგურდა - 6:50. სტუმართა გარემარბი თამაზ მჭედლიძე, ამ დროს „ბორჯღალოსნების“ მაისურით რუსეთს ლამაზ ლელოს უდებდა. შემადგენლობაში სათადარიგოდ იყო ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, რომელსაც მოედანზე შესვლა მე-20-ე წუთზე მოუწია, მსაჯმა კი სინბინით 65-ე წუთზე დასაჯა. შეტევაში მან სამ მიძალებაზე 4 მეტრით წაიწია წინ, ერთი პასი გააკეთა და ერთი ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში კი, სამი ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა.

„ქართული“ დაპირისპირება შედგა ლა როშელში, სადაც ადგილობრივი გუნდი „პოს“ დაუხვდა. მაპინძელთა რიგებში ძირითადში იყო ბურჯი გაგი ბაზაძე, ხოლო სტუმართა შორის შეხვედრა ბურჯმა გიორგი ნაცარაშვილმა დაიწყო. პირველი ტაიმის ფრედ 6:6 დასრულების შემდეგ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს და შეხვედრა 35:16 მოიგეს, თან ისე, რომ მეტოქეზე სამით მეტი ლელო დადეს და ბონუს ქულაც მიითვალეს. ბაზაძე, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, შეტევაში ერთხელ მიეძალა მეტოქეს და ერთი მეტრით წაიწია წინ, უფრო პროდუქტიული იყო დაცვაში, სადაც შვიდი შედეგიანი ბოჭვა შეასრულა, მსაჯმა ის ორჯერ დააჯარიმა. გიორგი ნაცარაშვიმა მოედანზე 52 წუთი გაატარა, ამ დროში შეტევაში სამჯერ უშედეგოდ მიეძალა მეტოქეს, დაცვაში ორი ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. ტრავმას იშუშებს „ლა როშელის“ კიდევ ერთი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

ტურის ბოლო შეხვედრაში აუტსაიდერმა „ოიონაქსმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა და „აჟენის“ მსგავსად უშანსოდ დამარცხდა - 10:31. სტუმართა შემადგენლობაში ძირითადში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს. ერთ შეტევაში მან 3 მეტრით წაიწია წინ და ერთი ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში 6 შედეგიანი ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. „მონპელიემ“ ერთის წილ ოთხი ლელო გაიტანა და პრემიაც ჩაიწერა.

მომდევნო კვირაში ტოპ 14-ის გუნდები მე-13 ტურის გამოტოვებულ შეხვედრებს გამართავენ, ოღონდ „ტულონი“ ისვენებს, რადგან მან „ბოდროსთან“ უკვე ითამაშა.

ტოპ 14. XVIII ტური

ტულუზი - ბორდო 13:13

სტად ფრანსე - რასინგი 16:34

კლერმონი - ბრივი 25:6

ლა როშელი - პო 35:16

კასტრი - აჟენი 50:6

ტულონი - გრენობლი 38:8

ოიონაქსი - მონპელიე 10:31

1.

რასინგ 92

17

13

1

3

390:302

59

5

2.

კლერმონი

17

11

1

5

482:285

58

12

3.

ტულონი

18

11

0

7

556:327

57

13

4.

ბორდო

18

11

2

5

390:320

52

4

5.

მონპელიე

17

11

0

6

432:395

50

6

6.

ტულუზი

17

9

2

6

434:269

48

8

7.

კასტრი

17

9

0

8

393:338

43

7

8.

ლა როშელი

17

8

0

9

373:370

40

8

9.

ბრივი

17

8

1

8

311:333

38

4

10.

გრენობლი

17

7

0

10

411:483

33

5

11.

პო

17

6

1

10

264:448

28

2

12.

სტად ფრანსე

17

6

0

11

323:388

26

2

13.

აჟენი

17

3

0

14

328:530

15

3

14.

ოიონაქსი

17

3

0

14

279:578

14

2

XIII ტური. 19-20 მარტი

სტად ფრანსე - ლა როშელი, მონპელიე - რასინგ 92, პო - კასტრი, ოიონაქსი - აჟენი, გრენობლი - ბრივი, კლერმონი - ტულუზი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085864