საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრის წინ, მაშინ როდესაც საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში იმყოფება, დაუდგენელმა პირებმა რაგბის კავშირის ოფისი გაძარცვეს.
დამტვრეულია ფანჯრის დამცავი გისოსი, საიდანაც, სავარაუდოდ, კრიმინალებმა შეძლეს შენობაში შეღწევა. ამჟამად ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური ექსპერტები.
ძარცვის ფაქტი დღეს დილით ოფისში მისულმა რაგბის კავშირის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ კალანდაძემ აღმოაჩინა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას. კალანდაძის განცხადებით, ფინანსური განყოფილების კარია შემტვრეული, საიდანაც წაღებულია მინი-სეიფი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია