პრო დ2

11:15 | 14.03.2016 | ნანახია 1114 - ჯერ

სინბინი და ადრეული შეცვლები პრო დ2-ში

მიუხედავად სანაკრებო უქმეებისა, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში 22-ე ტურის თამაშები გაიმართება და მასში კლუბებში დარჩენილმა ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

პროდ2-ის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მესამე ადგილოსანმა ლაშა ლომიძის „ბეზიემ“, მეექვსე ადგილოსან „კოლომიეს“ უმასპინძლა და 26:17 დაამარცხა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 10:5 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის საწყისი წუთები მასპინძლემბა მძლავრად დაიწყეს, 43-ე და 52-ე წუთებზე მეტოქე ორჯერ დაალელოვეს და კომპფორტული სხვაობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო ლელო გაცვალეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. მასპინძლები მესამე ადგილზე დარჩნენ, ხოლო სტუმრებმა მიუხედავად მარცხისა მეექვსე ადგილის შენარჩუნება მოახერხეს. ლაშა ლომიძე ნაკრებთან ერთად სოჭში რუსებს უტევდა.

ტარიელ რატიანიძის და ასტამურ იოსელიანის „ნარბონი“ შინ დამარცხდა „ბიარიცთან“ - 20:26. რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მსაჯმა ის 42-ე წუთზე სინბინით დასაჯა, რის შემდეგაც ვეტერანი ბურჯი მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ასტამურ იოსელიანი განაცხადში არ იყო.

გათამაშების აუტსაიდერი „ექსი“ სტუმრად მეორე ადგილზე მყოფ „ბეიონს“ ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 15:9 ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, სტუმრების 1 საჯარიმო დარტყმას ლელოთი, 2 ჯარიმით და არეკნით უპასუხეს და 23:18 დაამარცხეს. სტუმრებს ოდენ ნუგეშის ქულა ერგოთ 5 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვის. „ექსის“ ქართველი ბურჯი გიორგი ზაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-20 წუთზე შეცვალეს. „ბეიონის“ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი კი, სანაკრებო შეკრებაზე იყო.

დაძაბული გამოდგა გასავარდნ ზონაში მყოფი „ტარბისა“ და პლეიოფის ადგილისთვის მებრძოლი „ორიაკის“ დაპირისპირება. სტუმრებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, 50-ე წუთზე კი 17 ქულით დაწინაურდნენ, თან მასპინძლები ამ დროს კაცნაკლულნი დარჩნენ. დაბრუნდ გაძევებული მორაგბე და მასპინძლებს კიდევ ერთი მოთამაშე გაუსინსინეს, თითქოს სტუმრებს იოლად უნდა მოეგოთ, მაგრამ 62-ე წუთზე თვითონაც დაისაჯნენ სინბინით, 69-ე წუთზე კი, ყვითლის გამო მეორე კაციც მოისაკლისეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, 73-ე და 79-ე წუთებძე სტუმრები ორჯერ დაალელოვეს. მაგრამ შხვედრის გადასარჩენად „ტარბს“ დრო აღარ ეყო და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდა. „ორიაკის“ შემადგენლობაში ძირითადში იყო და სრულად ითამაშა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა. მერაბ შარიქაძე ტრავმას იშუშებს, რათა რუმინელთა წნააღმდეგ ითამაშოს, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი შარაშიძე განაცხადში არ იყვნენ. „ტარბის“ რიგებში 52-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბურჯი ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე სოჭში რუსეთს ალელოვებდა, ხოლო კახაბერ კობერიძე განაცხადში არ იყო.

„ტარბმა“ პრემიალური ქულის აღებით უშუალო კონკურენტ, ელიზბარ ყუფარაძის „დაქსთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. „დაქსი“ სტუმრად გათამაშების ლიდერ „ლიონს“ ეწვია და მასპინძლებმა უპრობლემოდ, 42:7 მოიგეს. ქართველი ბურჯი ძირითადში იყო და 28-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მოედანზე 52-ე წუთზე დაბრუნდა და თამაში ბოლომდე ჩაამთავრა. ჯამში მან მოედანზე 56 წუთი დაჰყო.

პლეიოფში გასვლისათვის მებრძოლი „ალბი“, შინ „ბურგუენთან“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა - 17:41. მასპინძელთა შემადგენლობაში ძირითადი იყო ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო ვახტანგ მაისურაძეს არ უთამაშია.

„მონტობანმა“ უსახურ შეხვედრაში, მხოლოდ ჯარიმების წყალობით 12:3 დაამარცხა „კასკარონი“. ბექა გორგაძის „მონ-დე-მარსანმა“ შინ „პერპინიენი“ დაამარცხა 27:22. ახალგაზრდა მესამეხაზელი სანაკრებო თამაშის გამო თავის გუნდს ვერ დაეხმარა. განაცხადში არ იყვნენ სტუმართა ქართველი ლეგიონერები დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილი.

პრო დ2. XXII ტური

ნარბონი - ბიარიცი 20:26

ბეზიე - კოლომიე 26:17

ბეიონი - ექს-ან-პროვანსი 23:18

ალბი - ბურგუენი 17:41

ლიონი - დაქსი 42:7

ტარბი - ორიაკი 17:20

მონტობანი - კარკასონი 12:3

მონ-დე-მარსანი - პერპინიანი 27:22

1.

ლიონი

22

20

0

2

738:340

91

11

2.

ბეიონი

22

15

1

6

496:426

68

6

3.

ბეზიე

22

13

1

8

555:466

60

6

4.

ორიაკი

22

13

0

9

524:450

59

7

5.

პერპინიანი

22

11

1

10

519:458

55

9

6.

კოლომიე

22

10

3

9

436:436

52

6

7.

ალბი

22

11

2

9

426:438

51

3

8.

მონ-დე-მარსანი

22

10

1

11

418:475

47

5

9.

მონტობანი

22

10

0

12

407:448

46

6

10.

ნარბონი

22

10

0

12

458:489

46

6

11.

ბურგუენი

22

9

0

13

414:427

46

10

12.

ბიარიცი

22

10

0

12

483:430

45

5

13.

კარკასონი

22

8

0

14

346:530

36

4

14.

დაქსი

22

7

1

14

394:527

34

4

15.

ტარბი

22

8

0

14

421:466

33

9

16.

ექს-ან-პროვანსი

22

6

0

16

376:559

27

3

ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

XXIII ტური. 24, 25, 27 მარტი

ბეიონი - ლიონი, პერპინიანი - ნარბონი, ბურგუენი - დაქსი, ექს-ან-პროვანსი - ალბი, ორიაკი - მონტობანი, კარკასონი - ტარბი, მონ-დე-მარსანი - ბეზიე, კოლომიე - ბიარიცი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081045