საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 36:8 დაამარცხა.
თურქეთის ქალაქ ტრაბზონის Akcaabat Fatih-ზე გამართული "ერთა თასისა" და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" რუს "დათვებს" პირველ ტაიმში 22:5 აჯობეს, შესვენების შემდეგ კი, უპირატესობა ამ გუნდებს შორის შეხვედრების ისტორიაში სარეკორდო 28 ქულამდე გაზარდეს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.
შეხვედრის მიმდინარეობა
მე-7 წუთი - კვირიკაშვილი (არეკნი) - 3:0
მე-16 წუთი - რუსეთი (ლელო) - 3:5
მე-20 წუთი - ზირაქაშვილი (ლელო) - 8:5
კვირიკაშვილი (გარდასახვა) - 10:5
25-ე წუთი - ნატრიაშვილი (ლელო) - 15:5
32-ე წუთი - ჩხაიძე (ლელო) - 20:5
კვირიკაშვილი (გარდასახვა) 22:5
პირველი ტაიმი დასრულდა - 22:5
მიმდინარეობს შეხვედრის მეორე ტაიმი
48-ე წუთი - უდესიანი (ლელო) - 27:5
კვირიკაშვილი (გარდასახვა) - 29:5
66-ე წუთი - კუშნარიოვი (ჯარიმა) - 29:8
74-ე წუთი - საქართველო (ტექნიკური ლელო) 34:8
კვირიკაშვილი (გარდასახვა) - 36:8
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია