ამბები

19:52 | 26.03.2010 | ნანახია 1908 - ჯერ

ჰონკონგის 7-კაცა ხურდება

7-კაცა რაგბის ბოლო ორი სერია სამოამ მოიგო (ლას ვეგასში და ადელაიდაში) და ჰონ კონგის სერიაც იტალიელთა ძლევით მძლავრად დაიწყო.
A ჯგუფის მეორე შეხვედრამ მძიმე ბრძოლაში ჩაიარა და არგენტინამ რუსეთი მხოლოდ 19:12 დაამარცხა. B ჯგუფში, მიმდინარე სერიის ლიდერმა ახალმა ზელანდიამ ტაივანი 59:5 გაანადგურა და ზელანდიელთა მხრიდან, განაცხადში მყოფი 12 მორაგბიდან ლელოს გატანა ცხრამ მოახერხა. მეორე თამაში აქაც მძიმე გამოდგა და ფრანგებმა შოტლანდიელთა დამარცხება მხოლოდ ერთი ლელოს სხვაობით მოახერხეს.
ჩ ჯგუფში პირველი დღის ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა. ფიჯიმ ტაილანდს 12 ლელო გაუტანა და 82:7 დააფიქსირა - ეს შედეგი მეორეა მსოფლიო სერიებში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებულ შეხვედრებში. ადელაიდას ეტაპის ფინალისტმა აშშ-მ პორტუგალიას 17:10 აჯობა და ჯერჯერობით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთმა ავსტრალიასთან თამაში კარგად დაიწყო და 12:7 იგებდა, მაგრამ ვეღარ გაძლო და საბოლოოდ, 12:45 დამარცხდა. კანადამ და ტონგამ ერთურთს ორ-ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ ჩრდილოამერიკლელებმა ერთი გარდასახვა გამოიყენეს, ტონგელებმა ვერა და გამარჯვება კანადას დარჩა.  
ინგლისმა მასპინძელ ჰონ კონგს შანსი არ დაუტოვა და მშრალზე დაამარცხა. აზიის პირველმა ნომერმა იაპონიამ, უელსს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ტონგას მსგავსად რეალიზაციების გამოყენება ვერ შეძლო და ორი ქულით დამარცხდა. კენიამ კორეა დიდი სხვაობით დაამარცხა და ჯგუფის სათავეში მოექცა, ხოლო გასული წლის სერიის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკამ თანაკონტინენტელი ზიმბაბვე დასცა და კიდევ ერთ აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელ კენიას კვალში ჩაუდგა.  

A ჯგუფი
სამოა - იტალია 40:12
არგენტინა - რუსეთი 19:12
 

1 სამოა 1 1 0 0 40-12 3
2 არგენტინა 1 1 0 0 19-12 3
3 რუსეთი 1 0 0 1 12-19 1
4 იტალია 1 0 0 1 12-40 1

არგენტინა - იტალია
სამოა - რუსეთი
რუსეთი - იტალია
სამოა - არგენტინა

B ჯგუფი
ახალი ზელანდია - ტაივანი 59:5
შოტლანდია - საფრანგეთი 7:12
 

1 ახალი ზელანდია 1 1 0 0  59-5 3
2 საფრანგეთი 1  1 0 0  12-7 3
3 შოტლანდია 1 0 0 1  7-12 1
4 ტაივანი 1 0 0 1  5-59 1

შოტლანდია - ტაივანი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
საფრანგეთი - ტაივანი
ახალი ზელანდია - შოტლანდია

C ჯგუფი
ფიჯი - ტაილანდი 82:7
აშშ - პორტუგალია 17:10
 

1 ფიჯი 1 1 0 0  82-7 3
2 აშშ 1 1  0 0 17-10 3
3 პორტუგალია 1 0 0 1 10-17 1
4 ტაილანდი 1 0 0 1 7-82 1

აშშ - ტაილანდი
ფიჯი - პორტუგალია
პორტუგალია - ტაილანდი
ფიჯი - აშშ

D ჯგუფი
ავსტრალია - ჩინეთი 45:12
კანადა - ტონგა 12:10
 

1 ავსტრალია 1 1 0 0 45-12 3
2 კანადა 1  1 0 0 12-10 3
3 ტონგა 1 0 0 1 10-12 1
4 ჩინეთი 1 0 0 1 12-45 1

კანადა - ჩინეთი
ავსტრალია - ტონგა
ტონგა - ჩინეთი
ავსტრალია - კანადა

E ჯგუფი
ინგლისი - ჰონ კონგი 45:0
უელსი - იაპონია 12:10
 

1 ინგლისი 1 1 0 0  45-0 3
2 უელსი 1 1 0 0 12-10 3
3 იაპონია 1 0  0 1 10-12 1
4 ჰონ კონგი 1 0 0 1  0-45 1

უელსი - ჰონ კონგი
ინგლისი - იაპონია
იაპონია - ჰონ კონგი
ინგლისი - უელსი

F ჯგუფი

კენია - კორეა 51:7
სამხრეთ აფრიკა - ზიმბაბვე 28:15
 

1 კენია 1 1 0 0  51-7 3
2 სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 28-15 3
3 ზიმბაბვე 1   0 0 1 15-28 1
4 კორეა 1 0 0 1  7-51 1

სამხრეთ აფრიკა - კორეა
კენია - ზიმბაბვე
ზიმბაბვე - კორეა
კენია - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079778