ჰონკონგში მიმდინარე 7-კაცა რაგბის მსოფლიო ეტაპს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგიც ესწრება და ცოცხლად უყურებს იმას, რაც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვა. 24-გუნდიანი ჯგუფური ეტაპი გუნდებმა უკვე მოილიეს და მიმდინარე სერიის ორ-ორი ეტაპის გამარჯვებულები - ახალი ზელანდია და სამოა, ასევე მე-5 ეტაპის მოგებული ფიჯი, კვლავ თასისთვის იბრძვიან.
ჰონკონგში, 24 გუნდი, ტრადიციულად, ექვს ჯგუფში გადანაწილდა, რომელთაგან თასის 1/4-ფინალში ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ სამოას, ახალ ზელანდიას, ფიჯის, ავსტრალიას, ინგლისს და სამხრეთ აფრიკას, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი - კენია და აშშ დაემატა. დანარჩენ ორ მეორეადგილოსანს, IX ადგილისთვის ბრძოლაში, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატა, დარჩენილ ორ მესამეადგილოსნებს კი, ჯგუფის მაჩანჩალები დაემატნენ და ისინი ქვედა ადგილებისთვის იბრძვიან.
სამოამ A ჯგუფში სამივე თამაში მოიგო. პირველ დღეს იტალიის 40:12 “გალახვის” შემდეგ, მე-2 ტაიმში რუსეთთან 7:12-ს აგებდა, მაგრამ მატჩის ბედის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა - 24:12, სულ ბოლოს კი, არგენტინა დასცა. 2007 წლის სერიის გამარჯვებულ სამოას, რომელმაც მიმდინარე სერიაში ლას ვეგასისა და ადელაიდას ეტაპები მოიგო, ახლა მიმდინარე სერიაში გალიდერების საშუალება ეძლევა. არგენტინელებმა რუსებს დიდი სხვაობით ვერ აჯობეს და შემდგომში იტალიის განადგურებამ მათ ვეღარ უშველა, საუკეთესო მეორეადგილოსნებში, კენიასთან ერთად, აშშ-საც ჩამორჩა, ამ უკანასკნელს კინკილა გატანილი ქულით და მხოლოდ IX ადგილისთვის იბრძოლებს. ევროპულ დაპირისპირებაში, იტალიელებმა რუსებმა დაიბრიყვეს, მაგრამ მათთან ერთად, მაჩანჩალა 8 გუნდს შორის არიან და შესაძლოა, XVII ადგილისთვის კვლავ მათთან მოუწიოთ შეხვედრა.
B ჯგუფში ახალმა ზელანდიამ ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგო, ერთადერთი ბრძოლა კი, ამ ჯგუფში ფრანგებსა და შოტლანდიელებს შორის შედგა. ფრანგებმა გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის შოტლანდიელები მაინც მოხვდნენ. ფიჯიმ ჩ ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით განვლო, თასის კიდევ ერთმა 1/4-ფინალისტმა აშშ-მ, პირველ დღეს პორტუგალია უმნიშვნელოვანეს მატჩში დაამარცხა და სანამ ფიჯისთან წააგებდა, ტაილანდი 62:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში, ამერიკელთა მიერ გატანილი 10 ლელოდან, 5 საკუთარ ანგარიშზე კევინ სვირინმა ჩაიწერა.
D ჯგუფი ავსტრალიამ დაუმარცხებლად განვლო, კანადამ კი პირველ დღეს ტონგას ერთი გარდასახვით - 12:10 აჯობა და მე-2 ადგილი არ დაანება. ახლა კანადელებს იგივეს გაკეთება IX ადგილის 1/4-ფინალში მოუწევთ, რადგანაც სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სწორედ ეს გუნდები დაწყვილდნენ. უელსმა E ჯგუფში ყველა მეტოქე ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაამარცხა, აი უელსს კი, ფეხი მასპინძელ ჰონკონგთან დაუცდა და ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა. მათ იაპონელების დამარცხება კი შეძლეს, მაგრამ თავად იაპონელებმა მასპინძლებს დიდი სხვაობით აჯობეს და ისინი ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩატოვეს, თავად კი მე-2 პოზიცია დაიკავეს. F ჯგუფმა, ჰონკონგის 7-კაცა ეტაპზე აფრიკის კონტინენტის სამივე წარმომადგენელი შეიფარა. გასული სერიის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკამ პირველობა არავის დაუთმო, კენიამ კი, თასისთვის ბრძოლა საუკეთესო მეორეადგილოსნის რანგში გააგრძელა.
A ჯგუფი
არგენტინა - იტალია 42:0
სამოა - რუსეთი 24:12
რუსეთი - იტალია 12:14
სამოა - არგენტინა 21:14
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | +47 | 9 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | +42 | 7 |
3 | იტალია | 3 | 1 | 0 | 2 | -68 | 5 |
4 | რუსეთი | 3 | 0 | 0 | 3 | -21 | 3 |
B ჯგუფი
შოტლანდია - ტაივანი 42:5
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 36:0
საფრანგეთი - ტაივანი 63:12
ახალი ზელანდია - შოტლანდია 22:5
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | +107 | 9 |
2 | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | +20 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | +15 | 5 |
4 | ტაივანი | 3 | 0 | 0 | 3 | -142 | 3 |
C ჯგუფი
აშშ - ტაილანდი 62:0
ფიჯი - პორტუგალია 45:7
პორტუგალია - ტაილანდი 50:0
ფიჯი - აშშ 38:12
1 | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | +139 | 9 |
2 | აშშ | 3 | 2 | 0 | 1 | +43 | 7 |
3 | პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | +5 | 5 |
4 | ტაილანდი | 3 | 0 | 0 | 3 | -187 | 3 |
D ჯგუფი
კანადა - ჩინეთი 12:7
ავსტრალია - ტონგა 33:12
ტონგა - ჩინეთი 41:12
ავსტრალია - კანადა 36:12
1 | ავსტრალია | 3 | 3 | 0 | 0 | +78 | 9 |
2 | კანადა | 3 | 2 | 0 | 1 | -17 | 7 |
3 | ტონგა | 3 | 1 | 0 | 2 | +6 | 5 |
4 | ჩინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | -67 | 3 |
E ჯგუფი
უელსი - ჰონგ კონგი 19:21
ინგლისი - იაპონია 45:0
იაპონია - ჰონგ კონგი 40:7
ინგლისი - უელსი 26:5
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | +111 | 9 |
2 | იაპონია | 3 | 1 | 0 | 2 | -14 | 5 |
3 | უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | -21 | 5 |
4 | ჰონგ კონგი | 3 | 1 | 0 | 2 | -76 | 5 |
F ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - კორეა 40:7
კენია - ზიმბაბვე 24:0
ზიმბაბვე - კორეა 31:24
კენია - სამხრეთ აფრიკა 7:21
1 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | +60 | 9 |
2 | კენია | 3 | 2 | 0 | 1 | +54 | 7 |
3 | ზიმბაბვე | 3 | 1 | 0 | 2 | -30 | 5 |
4 | კორეა | 3 | 0 | 0 | 3 | -84 | 3 |
1/4-ფინალები XVII-XXIV ადგილებისათვის
ზიმბაბვე - ტაილანდი
ჩინეთი - რუსეთი
ჰონგ კონგი - კორეა
ტაივანი - იტალია
1/4-ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
არგენტინა - უელსი
შოტლანდია - იაპონია
კანადა - ტონგა
პორტუგალია - საფრანგეთი
თასის 1/4-ფინალები
სამოა - აშშ
ინგლისი - ავსტრალია
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა
კენია - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია