ბორჯღალოსნები

11:02 | 14.03.2016 | ნანახია 1493 - ჯერ

18-წლამდელები უკვე ლისაბონში არიან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კლერმონში შეკრება დაასრულა და გუშინ ლისაბონში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს.

შეკრების დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა 26 კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა. 18-წლამდელებს სამხრეთ ამერიკული ტურნედან დაბრუნებული გელა აფრასიძე დაემატათ, ზურაბ საბელე, თენგო პერანიძე, ნიკა თეზელაშვილი, გიორგი კილასონია და გიორგი გობეჯიშვილი კი სატურნირო რაზმში ვერ მოხვდნენ.

მომავალი ტურნირი 17-27 მარტს გაიმართება. მასში ყოფილი ელიტ-დივიზიონის მსგავსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი “ბორჯღალოსნები” ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალი დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედიფალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად, ელიტ-დივიზიონიდან შეჯიბრს მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია შემორჩნენ, გათამაშებას კი რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და ბელგია დაემატნენ.

ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი – გაიმართება. შესაბამისად, სამი სამატჩო დღეა: 18, 22 და 26 მარტი. ქართველი მორაგბები მეოთხედფინალში რუმინელ თანატოლებს ეთამაშებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი, ნახევარფინალში, პორტუგალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ტურნირის ყველა მატჩის (მე-5 ადგილისთვის შეხვედრის გარდა) ლაივსთრიმი “რაგბი ევროპის” ვიდეო პორტალზე (RUGBYEUROPE.TV) გაიმართება.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გვერდი, ფეისბუქი, თვითერი

18 წლამდე საქართველო. ევროპის ჩემპიონატი 2016

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა მამუკაშვილი

ლელო სარასენს

15

გიორგი ნარიმანიძე

ხარები რუსთავი

14/11

არდაშ დარბოევი

არმია

14/11

ივანე კალანდაძე

ლელო სარასენს

13/12

კოტე ხამაშურიძე

ლომები სართიჭალა

13/12

ლუკა მარგიანი

აკადემია

13/12

სანდრო სვანიძე

არმაზი

13/12

გიორგი წიკლაური

ჯიქი

10

საბა ხურცილავა

ლელო სარასენს

9 გელა აფრასიძე ლელო სარასენს

9

იოსებ ხეტაშვილი

ლელო სარასენს

9

ელგუჯა კიკვაძე

აია ქუთაისი

შერკინება [ფორვარდები]

1/3

გურამ გოგიჩაშვილი

ლოკომოტივი

1/3

გიორგი ნუცუბიძე

ჯიქი

1/3

ჯემალ შათირიშვილი

ლოკომოტივი

1/3

ლუკა აზარიაშვილი

ლელო სარასენს

2

თენგიზ ზამთარაძე

ლელო სარასენს

2

ლევან პაპიძე

ლელო სარასენს

4/5

გიგა გრიგალაშვილი

ლელო სარასენს

4/5

ლაშა ჯაიანი

ვითგიფთ [ინგ]

4/5

არსენ მაჩალაძე

აია ქუთაისი

6-8

თენგიზ გიგოლაშვილი

თიბიეს უნი

6-8

სანდრო მამამთავრიშვილი

თიბიეს უნი

6-8

სანდრო კალმახელიძე

არმია

6-8

ბექა საღინაძე

ლელო სარასენს

6-8

თორნიკე ჯალაღონია

ხულიგანა

უფროსობა

დავით ჩავლეიშვილი

მთ.მწვრთნელი

ლევან შარვაშიძე

მწვრთნელი

მიხეილ სუჯაშვილი

მწვრთნელი

მამუკა ტყეშელაშვილი

მწვრთნელი

გიორგი მაისურაძე

მაწრთობი

გივი ნადარეიშვილი

მაწრთობი

სერგო ბერიაშვილი

ექიმი

გიორგი სვანიძე

ფიზიო

სანდრო ჭეიშვილი

ვიდეო

პაატა მაისურაძე

მენეჯერი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086471