ამბები

19:33 | 13.04.2010 | ნანახია 2251 - ჯერ

ქუბრიაშვილს დღე დაუნიშნეს

რაგბის საკლუბო ტურნირების ორგანიზატორებმა ის დღეები და მატჩების განრიგი ჩამოწერეს, როცა ევროტურნირებს შემორჩენილი რვა გუნდიდან, “ჰეინეკენისა” და “ჩელენჯ” თასების წლევანდელი გათამაშების ფინალისტები უნდა გამოვლინდნენ.
შეგახსენეთ, რომ სარაგბო კლუბების ევროტურნირებში, ფლეი ოფის ეტაპზე მხოლოდ თითო-თითო შეხვედრა იმართება. ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან, ევროასპარეზს მხოლოდ ერთი, დავით ქუბრიაშვილის ფრანგული “ტულონი” შემორჩა და ის “ჩელენჯ ქაფზე” გამოდის, რომელიც რანგით მეორე დონის ტურნირია. ნახევარფუნალურ ჯახებს სწორედ ქუბრიაშვილის “ტულონი” ხსნის, რომელიც 30 აპრილს სტუმრად ირლანდიურ “კონახტს” ეთამაშება. ამავე ტურნირის მეორე ნახევარფინალი პირველ მაისს გაიმართება და მასში ინგლისური “ლონდონ ვაპსი” უელსის “კარდიფ ბლუზსს” დაუხვდება. ფინალური დაპირისპირება 21, 22 ან 23 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება რანგით უმაღლეს მორაგბეთა ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასს”, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი”, ორ მაისს ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლებს, ასევ ფრანგული “ტულუზა” კი, პირველ მაისს, თასის მფლობელ ირლანდიურ “ლინსტერს” დაუხვდება, რომელმაც 1/4-ფინალიდან დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ფრანგული გუნდის დამრტყმელთა უნიათობის ხარჯზე გამოაძევა. “ჰეინეკენის თასის” ფინალი 22 მაისს საფრანგეთში, “სტად ფრანსეზე” შედგება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079275