საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო" წარმატებულ სვლას ახალ სეზონშიც განაგრძობს. იმედები არ გაამართლა ვარკეთილის მეურნეობაში გამართულმა შარშანდელი ფინალის ანალოგმა შეხვედრამ. "ბათუმი XV"-მა თბილისურ გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი სხვაობით დამარცხდა - 5:44.
	დამაჯერებლად იმარჯვა ჩემპიონობისთვის მებრძოლმა "ლოკომოტივმაც", რომელიც რუსთავში "ხარებს" ესტუმრა, შარშანდელი შეცდომები აღარ გაიმეორა და მეტოქეს 32:6 სძლია.
	კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც წლეულს ორი შეხვედრიდან ორივეში იმარჯვა ქუთაისის "აიაა", რომელმაც პირველ ტურში თბილისში "ვისოლი-ყოჩები" დაამარცხა, ახლა კი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის "არმაზს" გაშლილ და შედეგიან ბრძოლაში ცხრა ქულით აჯობა - 40:31.
	პირველი გამარჯვება იზეიმა "ვისოლი-ყოჩებმა", რომელსაც სპეციალისტები წელს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად მიიჩნევენ. ლევან მგელაძის შეგირდები სადებიუტო ტურში ქუთაისელებთან შერცხვნენ, ახლა "აკადემიასთანაც" მძიმე ბრძოლა გამოუვიდათ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს - 25:8.
	
	II ტურის შეხვედრები
	თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 400 მაყურებელი
	აკადემია (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 8:25 (3:10)
	აკადემია: შაშიაშვილი (ლომსაძე 37), მეკოკიშვილი (ჩაჩუა 63), ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე, ნიბლაძე, მაღლაკელიძე (მოლოდინაშვილი 63), გაჩეჩილაძე, ქოპილაშვილი, ელიზბარაშვილი, კიზირია, მარგიანი, წასიძე, ჭუაძე (ბატოიანი 51), დავითაშვილი.
	მწვრთნელი: პ. ნარიმანაშვილი
	1 ლელო: ელიზბარაშვილი
	1 ჯარიმა: ელიზბარაშვილი
	ვისოლი-ყოჩები: ასეიშვილი, ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი (გოგიშვილი 63), მელაშვილი, მეტრეველი (არჩუაშვილი 32), ცხვედიანი, კალმახელიძე (გრძელიშვილი 57), ნიკოლეიშვილი (მამუკაშვილი 45), ი. გეგენავა, სოხაძე, ნიჟარაძე, ადანაია, მაისურაძე, სანდულაშვილი (ქუშაშვილი 55), მახარაშვილი.
	მწვრთნელი: ლ. მგელაძე
	3 ლელო: არჩუაშვილი, სოხაძე, ცხვედიანი
	2 გარდასახვა: მახარაშვილი
	1 ჯარიმა: მახარაშვილი
	1 არეკნი: სოხაძე
	
	ვანი
	"აია" (ქუთაისი) - "არმაზი" (თბილისი) 40:31
	
	რუსთავი
	"ხარები" (რუსთავი) - "ლოკომოტივი" (თბილისი) 6:32
	
	თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა
	"ლელო" (თბილისი) - "ბათუმი XV" (ბათუმი) 44:5
| 1. ლელო | 2 | 2 | 0 | 0 | 78-17 | 4 | 
| 2. ლოკომოტივი | 2 | 2 | 0 | 0 | 44-16 | 4 | 
| 3. აია | 2 | 2 | 0 | 0 | 62-46 | 4 | 
| 4. ვისოლი-ყოჩები | 2 | 1 | 0 | 1 | 40-30 | 2 | 
| 5. ბათუმი XV | 2 | 1 | 0 | 1 | 31-61 | 2 | 
| 6. აკადემია | 2 | 0 | 0 | 2 | 18-37 | 0 | 
| 7. არმაზი | 2 | 0 | 0 | 2 | 43-74 | 0 | 
| 8. ხარები | 2 | 0 | 0 | 2 | 23-58 | 0 | 
	მომდევნო ტური
	24 აპრილი: არმაზი - ბათუმი XV, ლოკომოტივი - ლელო, ხარები - ვისოლი-ყოჩები, აკადემია - აია.
	
	ზურა ქსოვრელი
	
	 







კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია