ამბები

17:57 | 22.04.2010 | ნანახია 2059 - ჯერ

ქართველი არბიტრები საერთაშორისო მატჩებს განსჯიან

უკვე ორი კვირაა, საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით, ჩვენს ქვეყანას კიტ ჰოული სტუმრობს. ორგანიზაციის ვებ-გვერდის ცნობით, რიჩარდ და მარკ დიქსონების შემდეგ, ჰოული, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ რეკომენდირებული მესამე კონსულტანტია.
რიჩარდ დიქსონი, რომელიც რვა წლის განმავლობაში შოტლანდიის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, ამჟამად, ქართული რაგბის განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობს, მისი ძმისშვილი მარკი კი ჩვენი სპორტსმენებისთვის ფიზმომზადების სახწელმძღვანელოს წერს. რაც შეეხება ავსტრალიელი კიტ ჰოულის, იგი მსაჯთა წვრთნის თეორიულ საფუძვლებს მოამზადებს.
ფაქტია, დასავლეთში სპორტს მეცნიერულად უდგებიან, დაწვრილებით ამუშავებენ თეორიასა და მეთოდიკას. დასავლური გამოცდილების დამკვიდრება ჩვენში, კერძოდ კი სარაგბო სამყაროში, პროფესიონალიზმის განვითარების საწინდარი უნდა გახდეს.
კიტ ჰოული IRB-ს დაფინანსებული სახელმძღვანელოს – “მსაჯთა წვრთნის მეთოდიკის“ ავტორი გახლავთ. წიგნის ადაპტირებული ვარიანტი რამდენიმე დღეში ქართულ ენაზე გამოვა და სისტემის სახით, ჩვენში დაინერგება.
“ქართველი მოთამაშეების ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით მაღალია, ვიდრე – ქართველი მსაჯებისა. ეს ხარვეზი აუცილიებლად უნდა ააღმოიფხვრას” – ამბობს ჰოული. იგი აკრედიტაციის ხუთ დონეს გამოყოფს: სამს – მსაჯებისთვის და ორს – მსაჯთა მწრვთნელებისთვის.
ქართველი მსაჯებიდან ორს – უჩა ნარიმანიძესა და გიორგი ამირხანაშვილს, მსაჯთა მომზადების პირველი და მეორე დონეები აქვთ გავლილი. ჰოულის მეთოდიკის გამოყენებით, ისინი სხვა გართველ მსაჯებს გაწვრთნიან.
“პროგრამის დასრულების შემდეგ, შემიძლია ქართველ მსაჯებს IRB-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე რეკომენდაცია გავუწიო. ასე რომ, ქართველი არბიტრები უმაღლესი დონის მატჩებსაც მოემსახურებიან”, - განაცხადა ჰოულიმ.
მისივე თქმით, IRB-ში ასამდე ქვეყანაა გაწევრიანებული, თუმცა, ბევრი მათგანი მსაჯთა კორპუსის მომზადებას სათანადო ყურადღებას არც აქცევს.
“კონტრაქტის თანახმად, საქართველოში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე მომიწევს ერთი თვით ჩამოსვლა. ასეთი ხანგრძლივი ვიზიტით არცერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ. ჩემი აზრით, არბიტრები ბავშვობიდან უნდა აღვზარდოთ. საამისოდ, ახალგაზრდების დაინტერესების აპრობირებული გზა არსებობს. მაგალითად, თექვსმეტი წლის მოთამაშეს თოთხმეტწლიანთა თამაშის განსჯა მივანდოთ. ყველა ვერ გამოვა დიდი სპორტსმენი. მე პირადად მივხვდი, რომ ჩემგან კარგი მორაგბე არ გამოვიდოდა. ამიტომაც მსაჯობის თეორიასა და პრაქტიკას მივყავი ხელი”
დასასრულ დავძენთ, რომ ქართველი არბირტი გიორგი ამირხანაშვილი უკვე მიიწვიეს გვერდით მსაჯად მოსკოვში დაგეგმილ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის იგივე “ჩელეჯ ტროფის” მატჩების მოსამსახურებლად.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0917