საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის დღეს გასამართი III ტურის შეხვედრები უამინდობის გამო გადაიდო.
როგორც "მსოფლიო სპორტს" საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიაზ მამრიკიშვილმა განუცხადა, გადადებული მატჩების გამართვის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია