უკრაინის სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს 2011 წლის თასის გაწელილ რეპეშაჟში პირველი ნაბიჯი გადადგა. ლიტვურ ქალაქ შიაულაიში სავივალდბაის სტადიონზე გამართულ მატჩში უკრაინელებმა მასპინძელთა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს და 27:16 იმარჯვეს. ახლა, ვალერი კოჩანოვის შეგირდები ძალებს გაცილებით სერიოზულ მეტოქე რუმინეთთან მოსინჯავენ.
რეპეშაჟის დებულების თანახმად, უკრაინა-რუმინეთს შორის გამარჯვებული უკვე ორმატჩიან დუელში გაირკვევა. 22 მაისს გუნდები კიევში შეიყრებიან, 5 ივნისს კი განმეორებითი შეხვედრა რუმინეთში შედგება.
აღნიშნულ წყვილს შორის უმჯობესი მსოფლიოს თასის ფინალისკენ მიმავალ გზაზე, 17 ივლისს, ტუნისის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება, ბოლო რაუნდში კი (6 და 13 ნოემბერს) ურუგვაისა და აზიური ფლეი-ოფის გამარჯვებულს შორის უკეთესს ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია