ამბები

13:28 | 13.05.2010 | ნანახია 3284 - ჯერ

“აია” მკაცრად გააფრთხილეს

საქართველოს რაგბის კავშირმა 2010 წლის 8 მაისს ქალაქ გორში, ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის ეგიდით გამართული თბილისის “ლელოსა” და ქუთასის “აიას” მატჩში მომხდარი ინციდენტები შეისწავლა და კავშირის პრეზიდენტიც გიორგი ნიჟარაძის თაოსნობით, შემდეგი ვერდიქტი გამოიტანა.
“მატჩი მიმდინარეობდა მსაჯების მიმართ ქუთაისელ გულშემატკივართა არაეთიკური ზეწოლის ფონზე, მეორე ნახევარში კი გვერდით მსაჯს ბოთლიც ესროლეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორჯერ შეიქმნა მატჩის ჩაშლის საშიშროება.
თუ მხედველობაში მივიღებთ ქუთაისელი გულშემატკივრის მხრიდან წინა ტურში ქ. ვანში მომხდარ ინციდენტს, მიუხედავად სარაგბო კლუბ “აიას“ ადმინისტრაციის მცდელობისა დაეშოშმინებინა ქომაგები, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათი საქციელი სრულიად უმართავი გახდეს, რაც საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას შეუქმნის საშიშროებას.
აქედან გამომდინარე, ზემოთჩამოთვლილი ფაქტის გათვალისწინებით ვბრძანებ:
1. მომდევნო კალენდარული მატჩი ქუთაისის “აიასა“ და “ბათუმი XV“-ს შორის, რომელიც უნდა გაიმართოს 15 მაისს ქ. ვანში, ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. დასწრების უფლება ექნებათ თამაშში მონაწილე გუნდების მორაგბეებს (არაუმეტეს 25 მოთამაშისა), თითოეული გუნდის 2 ექიმს, 2 მწვრთნელს და კლუბის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელს. სხვა პირები მატჩზე არ დაიშვებიან;
2. ანალოგიური ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, საკითხი განხილული იქნება სრკ-ს გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე და სარაგბო კლუბ “აიას“ მიმართ მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები.
3. ქუთაისის სარაგბო კლუბ “აიას“ ადმინისტრაციამ მოაწყოს შეხვედრა თავისი კლუბის გულშემატკივრებთან და გააცნოს მათ ის მოსალოდნელი სანქციები, რაც “აიას“ ემუქრება მსგავსი ფაქტების გამეორების შემთხვევაში”.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084531