გასულ უქმეებზე დაიწყო ევროპის 7-კაცა რაგბის სერია, რომელიც ექვსი ეტაპისგან შედგება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს წარმოადგენს და ამ სერიებზე თავგამოჩენილი 12 გუნდი, ევროპის საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
აბა ევროპაში რაგბი ქართველთა გარეშე როგორ გაჭაჭანდება და ევროპის პირველობის მუდმივი მონაწილე “ბორჯღალოსნებიც” არიან. ზევით ექვსი ეტაპი ვახსენეთ - თითოეული ნაკრები ორ მათგანში იღებს მონაწილეობას, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით ქულები ერიცხება, საბოლოო ჯამში შემდეგარი საერთო ცხრილის შედეგად კი, 12 წარმატებული ირჩევა.
საქართველოს ნაკრები ევროპის 7-კაცა სერიაში მეოთხე ეტაპიდან, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქეები ბელგიის, ბულგარეთის, ლატვიის, მალტის, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის, შვეიცარიისა და უკრაინის გუნდები იქნებიან. ეს ეტაპი 29-30 მაისს გაიმართება, ჩვენთვის მეორე ეტაპი კი ჯამში მეექვსე, დასკვნითი ეტაპი იქნება, რომელსაც 12-13 ივნისს კვიპროსის ქალაქი პაპოსი უმასპინძლებს. ფინალური ეტაპი 10-11 ივლისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება.
უკვე ჩატარებულ პირველ ეტაპს პოლონეთის ქალაქმა სოპოტმა უმასპინძლა და იქ გამარჯვების ესპანეთის ნაკრებმა მიაღწია, რომელმაც ფინალში იტალიას 26:0 სძლია. არადა, ნახევარფინალში იტალიელებმა მასპინძლებს ზედმეტი გართულების გარეშე აჯობეს, ესპანეთმა კი უკრაინას მხოლოდ ერთი გარდასახვის წყალობით სძლია და თითქოს იტალიელები ფინალს უფრო დასვენებული უნდა დახვედროდენ, მაგრამ ესპანეთმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და საერთო ჩათვლაში დაწინაურდა.
A ჯგუფი
უნგრეთი - იტალია 0:59
უკრაინა - ჩეხეთი 12:12
იტალია - ლატვია 38:0
უკრაინა - უნგრეთი 52:5
ჩეხეთი - ლატვია 14:7
იტალია - უკრაინა 21:12
ჩეხეთი - უნგრეთი 49:7
უკრაინა - ლატვია 38:12
იტალია - ჩეხეთი 26:12
ლატვია - უნგრეთი 26:5
1 | იტალია | 4 | 4 | 0 | 0 | +120 | 12 |
2 | უკრაინა | 4 | 2 | 1 | 1 | +64 | 9 |
3 | ჩეხეთი | 4 | 2 | 1 | 1 | +35 | 9 |
4 | ლატვია | 4 | 1 | 0 | 3 | -50 | 6 |
5 | უნგრეთი | 4 | 0 | 0 | 4 | -169 | 4 |
B ჯგუფი
ნორვეგია - ესპანეთი 0:43
პოლონეთი - ლიტვა 21:12
ესპანეთი - ბელგია 31:5
პოლონეთი - ნორვეგია 40:0
ლიტვა - ბელგია 45:0
ესპანეთი - პოლონეთი 35:0
ლიტვა - ნორვეგია 36:7
პოლონეთი - ბელგია 36:0
ესპანეთი - ლიტვა 19:7
ბელგია - ნოვეგია 19:0
1 | ესპანეთი | 4 | 4 | 0 | 0 | +116 | 12 |
2 | პოლონეთი | 4 | 3 | 0 | 1 | +50 | 10 |
3 | ლიტვა | 4 | 2 | 0 | 2 | +53 | 8 |
4 | ბელგია | 4 | 1 | 0 | 3 | -88 | 6 |
5 | ნორვეგია | 4 | 0 | 0 | 4 | -131 | 4 |
IX ადგილისთვის
ნორვეგია - უნგრეთი 17:5
V-VIII ადგილებისთვის. Nახევარფინალები
ჩეხეთი - ბელგია 26:17
ლატვია - ლიტვა 7:29
VII ადგილისთვის
ბელგია - ლატვია 14:12
V ადგილისთვის
ჩეხეთი - ლიტვა 22:26
თასის ნახევარფინალები
იტალია - პოლონეთი 26:12
უკრაინა - ესპანეთი 12:14
III ადგილისთვის
პოლონეთი - უკრაინა 14:12
ფინალი
ესპანეთი - იტალია 26:0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია