22-23 მაისს დანიის ქალაქ ოდენსეში ქალთა შვიდკაცა რაგბის ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომლის B დივიზიონში ქართველი მორაგბეებიც იასპარეზებენ.
არაპროფესიონალი სპორტსმენებით დაკომპლექტებული საქრთველოს ნაკრები უკვე მესამე წელია ვეროპულ პიველობაში მონაწილეობს: 2008 წელს ბოსნიის ქალაქ ზენიცაში გამართულ ტურნირში, მათ მეექვსე ადგილი დაიკავეს, 2009 წელს კი – მეხუთე.
საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ქალთა შვიდკაცას ევროპული ტურნირი იყოფა სამ დივიზიონად იყოფა - ზე-10, A და B. საუკეთესო გუნდები ელიტურ ე.წ. ტოპ-ათეულში გადადიან.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ზურაბ დუგლაძის თქმით, ნაკრების მიზანი B ჯგუფის მოწინავე სამეულში მოხვედრაა, რაც ჩვენს მორაგბეებს გაისად A დივიზიონში თამაშის საშუალებას მისცემს.
წლეულს ჩვენი ნაკრების მეტოქეები დანიის, პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, ლუქსემბურგის, ბოსნიის, სლოვენიის, სერბეთის, ნორვეგიისა ლატვის გუნდები და “ჩრდილოელი ბარბაროსები“ იქნებიან.
ქალთა შვიდკაცას ევროპულ რეიტინგში ინგლისელები ლიდერობენ. ბრიტანელთა გარდა, ქალთა სარაგბო ელიტაში სუსტი სქესის ესპანელი, იტალიელი და რუსი წარმომადგენლებიც შედიან. ქართველებს ამ რეიტინგში 27-ე ადგილი უკავიათ.
ქართველი ქალები, უმეტესად თბილისლები და ქუთაისლები, რაგბით ხუთი წლის წინ დაინტერესდნენ. შვიდკაცას ეროვნული ნაკრები ძირითადად ძიუდოისტი და მძლეოსანი გოგონებით დაკომპლექტდა, ქუთაისის 22-ე სკოლის ბაზაზე კი გოგონათა სარაგბო სკოლა დაარსდა.
გუნდების სიმცირისა და უსახსრობის გამო, მორაგბე ქალები სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, სათამაშო პრაქტიკის გარეშე კი საგრძნობი წინსვლა ძნელი წარმოსადგენია.
ქართველ ქალთა შვიდკაცას საკმაოდ წაადგა ამხანაგური მატჩები აზერბაიჯანელებთან, რომელთა გუნდი, სახელწოდებით “კასპიელი კატები” British Petroleum- ის ბაქოს ოფისის ორმა ინგლისელმა თანამშრომელმა – სტეფი სილიტომ და პამელა კიმსლეიმ ჩამოაყალიბეს. რაგბის დიდი ქომაგი და სპორტის მოყვარული ეს ორი ქალბატონი თავადაც თამაშობდა ბაქოს ქალთა შვიდკაცას გუნდში.
ჩვენი შვიდკაცას ძირითადი დატვირთვა ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, სწორედ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გახლავთ, ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: ანა პოღოსიანი, ეკატერინე ბალარჯიშვილი, შორენა გამსახურდია, ბელა გოქსაძე, მარეხ მაისურაძე, ნინო ელოშვილი, ეთერ თათულაშვილი, ნათია გიორგაძე, ლია გვიანიძე, ნათია ცინცქილაძე, ანა ანდღულაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია