რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა, საქართველოსთან 7:24 მარცხის შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი აზრით „დათვების“ სარეკორდო მარცხი გამოიწვია.
დავაკონკრეტოთ - საქართველოს რუსეთისთვის სტუმრად, რუსეთში, აქამდე 17-ქულიანი სხვაობით არასდროს მოუგია, თორემ საერთო რეკორდი 46 ქულაა [46:0] და თბილისში ბევრად დიდი სხვაობები არაერთხელ დაფიქსირებულა.
გასაკვირია, თუმცა გრესევისა არ იყოს, შერკინებაში უწინდელზე უკეთ ვითამაშეთო პერვუხინიც ამბობც, მარცხს კი, შეცდომების სიმრავლეს უკავშირებს.
„სამწუხაროდ, თავდასხმაში თამაში არ გამოგვივიდა. შერკინებების დანიშვნისას დღეს უწინდელივით დიდი პრობლემები აღარ გვექმნებოდა - შერკინება იდგა. მერე გამოჩნდა მარჯვება ბურჯის პრობლემა, რომელიც 4-5-ჯერ დაჯარიმდა. როგორც ჩანს, მის წინაშე ბევრად გამოცდილი და ეშმაკი მოთამაშე იდგა. მაშინაც კი, როცა ქართველებს მიწოლაში ვჯობდით, ისინი ახერხებდნენ ეპიზოდის სათავისოდ შემობრუნებას. შედეგად, ვჯარიმდებოდით შერკინებიდან ბურთი ვერ გაგვქონდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
მოულოდნელად, პირველ ტაიმში სუსტად ვითამაშეთ დერეფანში. საერთო ჯამში სტატიკური მდგომარეობებიდან კარგად ვერ გამოვდიოდით და ჩვენივე შეცდომების სიმრავლემ, ამ თამაშის მოგების საშუალება არ მოგვცა. და ერთიც, მსგავში შეხვედრებმა ყველამ ერთად უნდა მოიგოს, არ უნდა გვქონდეს სუსტი წერტილები, არავინ უნდა ამოვარდეს საერთო მონახაზიდან. პოზიტიური ის იყო, რომ გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში“ - აღნიშნა პერვუხინმა.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ როდესაც ლაშა ხმალაძის ფეხით ჩაკიდებული და თამაზ მჭედლიძის ლელო გახსენდება, ან ანტონ ფეიქრიშვილის სალელოვე შეტევა, რა დროსაც მან მეტოქის 22-ში თავისუფლად მიიღო ბურთი და სიჩქარეც დაუბრკოლებლივ აკრიფა, ძნელია „დათვების“ მწვრთნელს დაცვაში კარგ თამაშზე დაეთანხმო. შერკინებაზე ხომ არაფრის თქმა არ ღირს - ფაქტობრივად ყველა ქართველთა შერკინება მეტოქის ჯარიმით სრულდება. როდესაც რუსეთის მწვრთნელის და გრესევის კომენტარებს ისმენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ სულ სხვა თამაშს უყურეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მსაჯის კარგი მსაჯობა დაავიწყდა პეტრუხინას ეჰ იმათმა თავიანთი იკითხონ და იმეიდა კიდევ 100 წელი მოუწევთ თავის მართლება თუ რა მოხდა
მაგ თავდეჯერებით იარონ და გამოექანონ