საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის გამოტოვებულ მატჩში თბილისის “ვისოლი-ყოჩებმა” დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივს” 22:15 სძლია და პირველი წრე ქუთაისის “აიას” კვალად მე-2 ადგილზე დაასრულა.
შეხვედრა დამრტყმელთა შეჯიბრად იქცა. საბოლოოდ, მახარაშვილმა და კვინიხიძემ ხუთ-ხუთი ჯარიმა გაიტანეს, თუმცა, მახარაშვილმა “ყოჩების” ჯგუფურ ლელოს გარდასახვაც მიაყოლა და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ.
საგულისხმოა, რომ მატჩის რეფერი ამირხანაშვილმა გამარჯვებულთ სამი მორაგბე გაუსინბინა, რკინიგზელთაგან კი ათი წუთით იძულებით დასვენება იმავე კვინიხიძეს მოუხდა.
პირველი ეტაპის შემდეგ გალიდერებულ “აიას” 12 ქულა გააჩნია, რომელსაც “ვისოლი-ყოჩები”, “ლელო” და “ლოკომოტივი” ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონატის მე-2 წრე სტარტს შემოდგომაზე 11 სექტემბრიდან აიღებს.
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 22:15
ვისოლი-ყოჩები – ლელო: ჯგუფური; გარდასახვა: მახარაშვილი; ჯარიმა: მახარაშვილი (5).
ლოკომოტივი – ჯარიმა: კვინიხიძე (5).
სინბინი: ცხვედიანი, ნიჟარაძე, სოხაძე (სამივე – ვისოლი-ყოჩები) – კვინიხიძე (ლოკომოტივი).
რეფერი: ამირხანაშვილი.
1. | აია | 7 | 6 | 0 | 1 | 183:128 | 12 |
2. | ვისოლი-ყოჩები | 7 | 5 | 0 | 2 | 155:101 | 10 |
3. | ლელო | 7 | 5 | 0 | 2 | 175:75 | 10 |
4. | ლოკომოტივი | 7 | 5 | 0 | 2 | 137:80 | 10 |
5. | არმაზი | 7 | 3 | 0 | 4 | 111:149 | 6 |
6. | აკადემია | 7 | 2 | 0 | 5 | 80:102 | 4 |
7. | ბათუმი | 7 | 1 | 0 | 6 | 112:203 | 2 |
8. | ხარები | 7 | 1 | 0 | 6 | 60:175 | 2 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია