საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ფონზე ჩრდილში მოქცეული „დიდი 10“-ის მე-16 ტურში ორი თამაში გაიმართა.
ზედა ექვსეულის, გორის „ჯიქისა“ და ქუთაისის „აიას“ შეხვედრა ქართლელების გამარჯვებით დასრულდა. თამაში მძიმე საყურებელი გამოდგა, ხშირი იყო ტრავმები და შეჩერებები და რამდენიმე მორაგბემ მოედანი ვადაზე ადრე დატოვა. შეხვედრა „ჯიქის“ უპირატესობით დაიწყო და ორი ჯარიმით დაწინაურდა, მერე სალელოვედაც შეუტია, მაგრამ „აიამ“ თავი კარგად დაიცვა და თავად სცადა იერიშზე გადასვლა. ტაიმის დასკვნით წუთებში ხარაზიშვილმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაზარდა, მას ზუსტი ჯარიმით აბჟანდაძემ უპასუხა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
თამაში რომ განახლდა ქუთაისელებმა სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს. „ჯიქმა“ ეს ჯარიმა 50-ე წუთზე გაქვითა და რადგან „აიას“ მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდა, კიკვაძემ ჯარიმის გატანა 60 მეტრიდან სცადა, თუმცა დარტყმულს ძალა დააკლდა. დასკვნით მეოთხედში გორელებმა კიდევ სამჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, ხარაზიშვილმა ისინი კარგად გამოიყენა და „ჯიქი“ ქულებით ლიდერს გაუტოლდა.
აუტსაიდერთა დავაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „არმაზმა“ და ახლა მას უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი გაუჩნდა, ოღონდ დღევანდელი მატჩის შედეგს უნდა დაელოდოს. შეხვედრის ერთადერთი ლელო თორნიკე ჯიბლაძის ანგარიშზეა. სოსო მათიაშვილმა და რევაზ ბროძელმა თითო ტაიმში თითო ჯარიმა გაცვალეს და არმაზელებმა სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვეს - 11:6.
დიდი 10. XVI ტური
12 მარტი
თბილისი. „შევარდენი“.
ჯიქი [გორი] - აია [ქუთაისი] 21:6
ჯიქი: 7 ჯარიმა - ხარაზიშვილი
აია: 2 ჯარიმა - აბჟანდაძე
თბილისი. „ავჭალა“.
აკადემია [თბილისი] - არმაზი [თბილისი] 6:11
აკადემია: 2 ჯარიმა - მათიაშვილი
არმაზი: 1 ლელო - ჯიბლაძე; 2 ჯარიმა - ბროძელი
12/03 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ლელო სარასენს თბილისი ^ | 15 | 11 | 1 | 3 | 2 | 1 | 0 | 281:217 | +64 | 30/21 | 49 |
2 | ჯიქი გორი | 16 | 10 | 1 | 5 | 4 | 3 | 0 | 259:162 | +97 | 27/11 | 49 |
3 | ლოკომოტივი თბილისი | 15 | 10 | 1 | 4 | 1 | 4 | 0 | 278:212 | +66 | 29/15 | 47 |
4 | ყოჩები ბოლნისი ^ | 15 | 10 | 0 | 5 | 1 | 3 | 0 | 271:231 | +40 | 21/21 | 44 |
5 | ბათუმი ბათუმი | 15 | 9 | 1 | 5 | 1 | 5 | 0 | 257:217 | +40 | 20/11 | 44 |
6 | აია ქუთაისი | 16 | 8 | 2 | 6 | 1 | 3 | 0 | 253:242 | +11 | 21/17 | 40 |
7 | აკადემია თბილისი ^ | 16 | 5 | 0 | 11 | 0 | 5 | 0 | 149:239 | -90 | 09/25 | 25 |
8 | ხარები რუსთავი | 15 | 5 | 0 | 10 | 0 | 5 | 0 | 186:248 | -62 | 16/27 | 25 |
9 | არმია თბილისი | 15 | 3 | 1 | 11 | 0 | 8 | 0 | 242:319 | -77 | 17/36 | 22 |
10 | არმაზი თბილისი | 16 | 2 | 1 | 13 | 0 | 7 | 0 | 202:291 | -89 | 20/26 | 17 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო | 12/03 @ 15.40 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
13 მარტი
თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი
ლოკომოტივი [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი]
თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი
არმია [თბილისი] - ხარები [რუსთავი]
თბილისი. „ლელო“. 16:00 საათი
ლელო-სარასენსი [თბილისი] - ბათუმი [ბათუმი]
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინაიდან სუფთა სარაგბო საიტი გაიხსნა იქნებ უფრო მეტი ინფო დაიდოს-მაგალითად გუნდების შემადგენლობა. ვინ გამოირჩეოდა, სუფთა სარაგბო ასპექტები. რავიცი