ამბები

17:15 | 7.06.2010 | ნანახია 2254 - ჯერ

20-წლამდელები საჩემპიონო გზას შეუყვნენ

არგენტინაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა, ბუნებრივია, პირველმა ტურმა ფავორიტები სრულად ვერ წარმოაჩინა. შეგახსენებთ, რომ რაგბის საერთაშორისმა საბჭომ, აქამდე 16-გუნდიანი გათამაშება, 12-მდე შეამცირა და რაღა თქმა უნდა, დაძაბულობამაც ერთი ორად იმატა.
მიმოხილვა A ჯგუფით დავიწყოთ, სადაც სამ სამხრეთელს ერთი ევროპული გუნდი, უელსი უწევს კონკურენციას. იქ, გასული პირველობის გამარჯვებულმა ახალმა ზელანდიამ, პირველი შეხვედრა დიდებულად ჩაატარა და მეზობელი ფიჯი 44:11 დაიბრიყვა - მატჩის პირველ ნახევარში, ფიჯელებმა, ზელანდიელთა ორ-ორ ჯარიმას, ლელოს და გარდასახვას, მხოლოდ ერთი ლელოთი და ჯარიმით უპასუხეს. პატარა “ოლ ბლექსმა” მეორე ტაიმში სამი ლელო, ამდენივე გარდასახვა და ერთიც ჯარიმა გაიტანა, თავად კი მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა.
ამავე ჯგუფში, სამოა დამრტყმელმა დააღალატა. მან მხოლოდ პირველ 20 წუთში, სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გააფუჭა, უელსელმა კი სამი ჯარიმა გაიტანა. რადგან სამოელებმა შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს, ტაიმი 10:9 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი უელსმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა მიითვალა, ჯამში 22:13 იმარჯვა და სამოა პრემიალური ქულის გარეშე დარჩა, რომელიც გუნდს 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის ეძლევა.
B ჯგუფში პრემიალურ ქულამდე ცოტა დააკლდა მასპინძელ არგენტინას, რომელმაც ინგლისთან შეხვედრის პირველ ტაიმში იბრძოლა და სამ ლელოს ორი რეალიზაცია მიაყოლა. თუმცა, ინგლისმა შესვენებამდე ორი ლოლო გაიტანა, რეალიზაციები გამოიყენა და ზედ სამი საჯარიმო მიაყოლა. ტაიმი ევროპელებმა 23:19 მოიგეს. პატარა “პუმებმა” ევროპელებს მეორე ნახევარში ვერ გაუძლეს, სამი ლელო, ორი გარდასახვა და ერთიც ჯარიმა მიიღეს, თავად მხოლოდ ერთი ჯარიმით იხეირეს და 22:48 დამარცხდნენ.
ამ ჯგუფის ევროპული დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ის ფრანგთა სასარგებლოდ 25:22 დასრულდა. პირველ ტაიმში ფრანგმა დუსაინმა ოთხი ზუსტი ჯარიმა დაკრა, რაზეც ირლანდიელმა მაკკინიმ ორი ზუსტი და ორიც აცილებული ჯარიმით უპასუხა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში, მაკკინიმ სამი ჯარიმა გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. 73-ე წუთზე ფრანგებმა ლელოთი უპასუხეს, ბოშმა გარდასახვა გამოიყენა და სამ წუთში ჯარიმიდან იხეირა. ირლანდიელებმა წონასწორობა ლელოთი და გარდასახვით 80 წუთის თავზე აღადგინეს, მაგრამ რეფერის წამატებულ მეხუთე წუთზე, ბოშმა ფრანგებს გამარჯვება ჯარიმით მოუტანა.
ჩ ჯგუფში ყველაფერი მარტივად გადაწყდა. სამხრეთ აფრიკამ ტონგა 40:14 დასცა, ავსტრალიამ კი შოტლანდია 58:13 დაიბრიყვა. აფრიკელებმა პრემიალური მეოთხე ლელო მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაიტანეს, ავსტრალიამ კი, საწყის 40 წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანში ხუთჯერ შეაღწია და მეორე ნახევარი “ხათრით” ითამაშა.
მას შემდეგ, რაც IღB-მ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობა 16-დან 12-მდე შეამცირა, ტურნირის ჩატარების ფორმატმა ცვლილება განიცადა. სამი ოთხგუნდიანი ცხრილიდან, თასისთვის სამ ჯგუფის ლიდერთან ერთად, ნახევარფინალში ბრძოლას ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც აგრძელებს.  რადგან აქ ყველა პოზიცია თამაშდება, ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორიც უკეთესი მასამეადგილოსანი, ერთმანეთს მეხუთე პოზიციისთვის გაეჯიბრებიან, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და ჯგუფის სამი მაჩანჩალა, მეცხე პოზიციისთვის და სამომავლოდ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის იბრძლებენ.

A ჯგუფი

ახალი ზელანდია - ფიჯი 44:11
უელსი - სამოა 22:13

1.    ახალი ზელანდია 1 1 0 0 44-11 5
2.    უელსი 1 1 0 0 23-13 4
3.    სამოა 1 0 0 1 13-22 0
4.    ფიჯი 1 0 0 1 11-44 0


მომდევნო ტური:
9 ივნისი
: უელსი - ფიჯი, ახალი ზელანდია – სამოა
 
B ჯგუფი
საფრანგეთი - ირლანდია 25:22
არგენტინა - ინგლისი 22:48

1.    ინგლისი 1 1 0 0 48-22 5
2.    საფრანგეთი 1 1 0 0 25-22 4
3.    ირლანდია 1 0 0 1 22-25 1
4.    არგენტინა 1 0 0 1 22-48 0

მომდევნო ტური:
9 ივნისი
: ინგლისი - ირლანდია, არგენტინა - საფრანგეთი  

C  ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - ტონგა 40:14
ავსტრალია - შოტლანდია 58:13

1.    ავსტრალია 1 1 0 0 58-13 5
2.    სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 40-14 5
3.    ტონგა  1 0 0 1 14-40 0
4.    შოტლანდია 1 0 0 1 13-58 0

მომდევნო ტური:
9 ივნისი:
ავსტრალია - ტონგა, სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091148