რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 68.09 ქულით მე-16 ადგილი შეინარჩუნა. “ბორჯღალოსანთა” წინ კვლავაც ტონგას ნაკრებია, უკან კი აშშ-ს ეროვნული გუნდი დამკვიდრდა, რომელმაც “ჩერჩილის თასზე” რუსების ძლევის შემდეგ, რუმინელთა ჩამოტოვება მოახერხა.
ქართველ მორაგბეებს რეიტინგის მცირედით გაუმჯობესების შანსი ივნისში მიეცემათ, როდესაც IRB-ს მიერ ორგანიზებულ “ერთა თასზე” იასპრეზებენ. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გასამართ ტურნირზე “ბორჯღალოსნები” ყველაზე პრინციპულ მატჩს ძველ ნაცნობ ნამიბიასთან გამართავენ, შოტლანდიისა და იტალიის A ნაკრებებთან მატჩები კი კლასიფიკაციაზე არ აისახება.
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, “ჩერჩილის თასზე” რუსი “დათვების” ძლევამ ერთი ადგილით ახეირა აშშ, ამავე ტურნირზე ურუგვაელთა განადგურებამ მცირე ქულები შემატა კანადას, მსოფლიო თასის რეპეშაჟში უკრაინელთა რბევამ კი რუმინეთს ვერაფერი ხეირი მოუტანა და ამერიკელთა წინსვლაც გარდაუვალი გახდა.
საგრძნობი წინსვლის კარგი შანსი გაანიავა უელსის ნაკრებმა, რომელიც სამხრეთ აფრიკელთა ძლევის შემთხვევაში, მერვედან მეექვსე ადგილზე გადადიოდა, თუმცა, “ქურციკებმა” 34:31 იმარჯვეს და არგენტინა და ინგლისი დაქვეითებას გადაარჩინეს.
1(1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.93
3 (3). ავსტრალია 85.56
4 (4). საფრანგეთი 85.43
5 (5). ირლანდია 82.61
6 (6). არგენტინა 80.56
7 (7). ინგლისი 80.10
8 (8). უელსი 78.58
9 (9). შოტლანდია 76.79
10 (10). ფიჯი 75.90
11 (11). იტალია 72.97
12 (12). სამოა 72.08
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 69.43
15 (15). ტონგა 68.11
16 (16). საქართველო 68.09
17 (18). აშშ 67.86
18 (17). რუმინეთი 67.10
19 (19). რუსეთი 64.64
20 (20). ურუგვაი 62.37
21 (21). პორტუგალია 61.27
22 (22). ნამიბია 58.98
23 (23). ესპანეთი 57.70
24 (24). ჩილე 56.97
25 (25). ყაზახეთი 55.38
26 (26). ბელგია 55.36
27 (27). ბრაზილია 54.96
28 (28). უკრაინა 54.35
29 (29). ტუნისი 54.20
30 (30). გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია