ერთა თასი

20:54 | 12.03.2016 | ნანახია 1380 - ჯერ

გრესევმა შერკინებებში უკეთ ვიდექითო

რუსეთის ნაკრების მორკინალმა ვიქტორ გრესევმა საქართველოსთან 7:24 წაგებული მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„სტანდარტული მდგომარეობებისას სწრაფად და სტაბილურად უნდა გვეთამაშა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. კარგად, სრული თავდადებით ვიმუშავეთ დაცვაში, მაგრამ შეტევაში შეცდომები მრავლად გვქონდა. თამაშს გავაანალიზებთ და ვნახავთ რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შერკინებები დავთმეთ, ვფიქრობ, ამ კომპონენტში პროგრესი გვქონდა. მოწინააღმდეგის ორი შერკინება მოვიგეთ, რაც საქართველოსთან მატჩში ძალიან ბევრზე მეტყველებს. უბრალოდ, ჯერჯერობით კარგ თამაშს მთელი 80 წუთი ვერ ვახერხებთ და ჩვენი მთავარი პრობლემა, დისციპლინაა“ - შეაჯამა განვლილი შეხვედრა გრესევმა.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუსეთი ყველაზე დიდი, 17-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:52 | 12.03.2016
BEERTRANCE (1073)

ვაი შენს პატრონს უბედურს DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

0.203115