ერთა თასი

20:21 | 12.03.2016 | ნანახია 1956 - ჯერ

მიხაილ ბაბაევი: „საქართველოს დასამარცხებლად ხასიათია საჭირო“

რუსეთის ნაკრების უკანახაზელმა მიხაილ ბაბაევმა საქართველოსთან 7:24 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ "ბორჯღალოსნების" დამარცხება შესაბამისი ხასიათისა და განწყობის გარეშე შეუძლებელია.

მერე მან ისიც დაამატა, ეს ყველაფერი გვქონდა, მაგრამ შეტევაში თამაში არ წაგვივიდაო.

„საქართველოს ნაკრებს მხოლოდ შესაბამისი ხასიათისა და განწყობის პირობებში თუ დაამარცხებ. თითქოს დღეს ამ კომპონენტებში პრობლემები არ გვქონია, მაგრამ მაინც წავაგეთ. პრობლემები გვქონდა შეტევაში. ვცდილობთ მწვრთნელის ყველა მითითება შევასრულოთ, რასაც ვახერხებთ ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მაინც არ გამოგვდის. ვთმობთ სტანდარტულ მდგომარეობებს და ხშირად ვჯარიმდებით. მიუხედავად მარცხისა, მწამს, ყველა დანაშაულს გამოვასწორებთ და დროთა განმავლობაში უკეთ ვითამაშებთ“ - ამბობს ბაბაევი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:53 | 12.03.2016
BEERTRANCE (1073)

ვერასდროს ვერ გექნება მაგ ხასიათი

0.079997