საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, კვიპროსის ქალაქ პაპოსში დასრულებულ ევროპის სერიის დასკვნით, VI ეტაპზე, ნახევარფინალში დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩი კი მოიგო.
რადგან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, საქართველო ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გავიდა და საფრანგეთს შეხვდა. მეტოქემ ოთხი ლელო გაიტანა, საქართველომ ერთი და 5:24 დამარცხდა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში პორტუგალიამ ისრაელი 47:0 გაანადგურა. მესამე ადგილისთვის საქართველო ისრაელს შეხვდა და 33:7 იმარჯვა. ფინალში პორტუგალიამ საფრანგეთს 31:7 მოუგო და ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ამრიგად, საბოლოოდ გაირკვა ის 12 გუნდი, რომლებიც 10-11 ივლისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ევროპის 2010 წლის 7-კაცა რაგბის დასკვნით ეტაპს ითამაშებენ. ესენი არიან: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, ლიტვა და პოლონეთი. რუსეთი ტურნირზე მასპინძლის სტატუსით ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე თავი არ შეირცხვინა და ყველას ანახა, რომ თუნდაც მესამე შემადგენლობით, 7-კაცა რაგბის თამაში შეუძლია.
A ჯგუფი
ისრაელი - საფრანგეთი 0:29
გერმანია - კვიპროსი 26:17
საფრანგეთი - საბერძნეთი 56:0
საბერძნეთი - ისრაელი 14:17
კვიპროსი - საბერძნეთი 45:0
საფრანგეთი - გერმანია 41:5
კვიპროსი - ისრაელი 12:12
გერმანია - საბერძნეთი 26:19
საფრანგეთი - კვიპროსი 12:5
საბერძნეთი - ისრაელი 5:26
1 | საფრანგეთი | 4 | 4 | 0 | 0 | +128 | 12 |
2 | ისრაელი | 4 | 2 | 1 | 1 | -5 | 9 |
3 | გერმანია | 4 | 2 | 0 | 2 | -23 | 8 |
4 | კვიპროსი | 4 | 1 | 1 | 2 | +29 | 7 |
5 | საბერძნეთი | 4 | 0 | 0 | 4 | -129 | 4 |
B ჯგუფი
მალტა - პორტუგალია 0:59
საქართველო - ხორვატია 38:0
პორტუგალია - სერბეთი 50:7
საქართველო - მალტა 56:0
ხორვატია - სერბეთი 12:5
პორტუგალია - საქართველო 35:26
ხორვატია - მალტა 43:5
საქართველო - სერბეთი 64:0
პორტუგალია - ხორვატია 38:0
სერბეთი - მალტა 24:19
1 | პორტუგალია | 4 | 4 | 0 | 0 | +149 | 12 |
2 | საქართველო | 4 | 3 | 0 | 1 | +149 | 10 |
3 | ხორვატია | 4 | 2 | 0 | 2 | -31 | 8 |
4 | სერბეთი | 4 | 1 | 0 | 3 | -109 | 6 |
5 | მალტა | 4 | 0 | 0 | 4 | -158 | 4 |
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
გერმანია - სერბეთი 61:5
კვიპროსი - ხორვატია 29:5
თასის ნახევარფინალები
საფრანგეთი - საქართველო 24:5
ისრაელი - პორტუგალია 0:47
IX ადგილისთვის
საბერძნეთი - მალტა 40:0
VII ადგილისთვის
ხორვატია - სერბეთი 5:12
V ადგილისთვის
გერმანია - კვიპროსი 7:19
III ადგილისთვის
საქართველო - ისრაელი 33:7
ფინალი
საფრანგეთი - პორტუგალია 7:31
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია