ბელგიის ნაკრებმა რაგბი ევროპის „1ბ“ დივიზიონი ვადაზე ადრე მოიგო და მომავალი წლიდან ელიტარულ დივიზიონს უბრუნდება.
გადამწყვეტ მატჩში ბელგიელები უახლოეს მდევარს, მოლდოვას ესტუმრნენ. მასპინძლებს გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე ბელგიელების ჩანაცვლების თეორიული შანსი რჩებოდათ და ტაიმი 6:3 მოიგეს, მაგრამ დაძაბული ბრძოლის მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა აიღეს, შეხვედრის ერთადერთი ლელო თავად გაუშვეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 9:10 დამარცხდნენ.
ამრიგად, ბელგიამ 9 თამაშიდან 37 ქულა მოაგროვა, მოლდოვას თამაშით ნაკლები და 23 ქულა აქვს, მაგრამ ლიდერის გადასწრებას უკვე ვეღარ მოახერხებს. ორწლიანი შესვენების შემდეგ ბელგიელები მოწინავე ექვსეულში ბრუნდებიან, ხოლო ვის ჩაანაცვლებენ ისინი - პორტუგალიას თუ გერმანიას, მოგვიანებით გაირკვევა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია პორტუებს ჩაანაცვლებენ