რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განახლებულ რეიტინგში სამხრეთ ნახევარსფეროს სამი გრანდის ჰეგემონია აღსდგა. ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკას კვალში კვლავაც ავსტრალია ჩაუდგა, რომელმაც სანკორპის სტადიონზე გამართულ ტესტ-მატჩში ირლანდიას 22:15 სძლია.
“ვოლაბიზის” წინსვლას ხელი არგენტინელთა მიერ საფრანგეთის განადგურებაც შეუწყო. შოტლანდიასთან მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ, “პუმებმა” ფრანგები ველეს სარსფილდის სტადიონზე გამოიჭირეს და რეკორდული სხვაობით – 41:13 მოუგეს. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში 31 ქულა ფელიპე კონტეპომიმ მიითვალა, არგენტინელებმა კი ერთბაშად 2.16 ქულა შეიმატეს და მე-8 პოზიციიდან უელსი ჩამოაქვეითეს.
ადგილები გაცვალეს სამოასა და იაპონიის ნაკრებებმაც, რომელთაც “აპია პარკში” გამართულ წყნარი ოკეანის ქვეყნის ნაკრებთა თასის გათამაშებაში ჩინებული შედეგები აჩვენეს. ტურნირის დასკვნით ტურში სამოელებმა აშკარა ფავორიტ ფიჯის სძლიეს და აღნიშნული გათამაშება პირველად მოიგეს. ამავე დღეს იაპონიამ ტონგას სძლია, თუმცა, იმდენი ქულა ვერ შეიმატა, რამდენიც სამოამ და მე-12 პოზიციის კუნძულელთათვის დათმობა მოუხდა.
ტონგას მარცხის გამო 67.06 ქულა გაუხდა და მე-17 საფეხურზე მყოფ საქართველოს ნაკრებს 0.68 ქულითღა უსწრებს. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსანთა” საგრძნობი უკუსვლა IRB-ს “ერთა თასზე” ნამიბიასთან წაგებამ განაპირობა, მდგომარეობის გამოსწორების შანსი კი, ჩვენს გუნდს ნოემბერში მიეცემა, როდესაც თბილისში კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს უმასპინძლებს.
1 (1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89.46
3 (4). ავსტრალია 84.41
4 (3). საფრანგეთი 82.75
5 (5). ირლანდია 82.03
6 (6). ინგლისი 81.82
7 (7). შოტლანდია 79.81
8 (9). არგენტინა 79.70
9 (8). უელსი 78.58
10 (10). ფიჯი 74.39
11 (11). იტალია 72.97
12 (13). სამოა 72.74
13 (12). იაპონია 72.49
14 (14). კანადა 69.43
15 (15). აშშ 67.86
16 (16). ტონგა 67.06
17 (17). საქართველო 66.38
18 (18). რუსეთი 65.80
19 (19). რუმინეთი 65.10
20 (20). ნამიბია 62.69
21 (21). პორტუგალია 61.27
22 (22). ურუგვაი 61.21
23 (23). ესპანეთი 57.70
24 (24). ჩილე 56.97
25 (25). მაროკო 56,11
26 (26). ყაზახეთი 55.38
27 (27). ბელგია 55.36
28 (28). ბრაზილია 54.56
29 (29). უკრაინა 54.35
30 (30). გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია