ამბები

14:15 | 5.07.2010 | ნანახია 2794 - ჯერ

გიორგი ჭუმბურიძე მალტაზე ორდენით დაჯილოვდა

ივნისის ბოლოს, მალტის რესპუბლიკის ქალაქ ვალეტაში ევროპული რაგბის ასოციაციის მორიგი ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნების დელეგატები იქვნენ მიწვეულნი.
ევროპული რაგბის ასოციაცია FIRA-AER რაგბის საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობაში შედის და ევროპულ ტურნირებს უკეთებს ორგანიზებას.
1992 წლიდან მოყოლებული საქართველოს რაგბის კავშირი FIRA-AER-ის წევრია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნაკრებები ევროპულ საერთაშორისო გათამაშებებში არიან ჩართულნი, რაგბის კავშირი კი ასოციაციის ეგიდით გამართული კონგრესების მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
წლევანდელი შეკრება ევროპული ტურნირების მიმოხილვას მიეძღვნა. საქართველოს დელეგატებად მიწვეული იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ჭუმბურიძე, რომელიც FIRA-AER-ის კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.
მალტის შეკრების ფარგლებში, რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დელეგატების დაჯილდოვებაც მოხდა: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები პოლონეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, ისრაელის, პორტუგალიისა და რუსეთის სარაგბო კავშირების წარმომადგენლებმა მიიღეს.
დაჯილდოებულთა შორის გახლავთ საქართველოს რაგბის კავშირის განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ჭუმბურიძეც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098627