ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოსა და სამი ერის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკის ნაკრებისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა, მეტოქეს არცერთის სანაცვლოდ ოთხი ლელო გაუტანა და 32:12 გაანადგურა.
ამ შეხვედრას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში, აფრიკელებს მეტოქის ჩანაცვლების შანსი ეძლეოდათ, მაგრამ “ოლ ბლექსმა”, მოწინააღმდეგის ძლევით ეს ადგილი დისაკუთრა. ისე, მაყურებელმა მაგარი რაგბი იხილა. აფრიკელები ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე, ჯარიმით წონასწორობა აღდგა, თანაც ბოთამ ყვითელის გამო მოედანი ათი წუთით დატოვა და ზელანდიამ იქვე ლელო გაიტანა, ზუსტ გარდასახვას კი, ცოტა ხანში ჯარიმაც მოჰყვა. შესვენებამდე ,“ოლ ბლექსმა” მეორე ლელოც მიითვალა და ტაიმი 20:3 მოიგო.
მეორე ნახევარი დაიწყო და სამხრეთ აფრიკამ ორი ჯარიმით ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ამას, ზელანდიელებმა მიძალებით და ბრწყინვალე ლელოთი უპასუხეს. სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა ერთხელაც შეამცირეს, მაგრამ ვერ გაძლეს და ზედ მიწურულს, ზელანდიელებს მეოთხე, პრემიის მომტანი ლელო გაატანინეს.
ოკლენდში დამარცხებული სამხრეთ აფრიკა, იმავე ახალ ზელანდიას კვირის თავზე ველინგტონში შეხვდება და სიტუაციის გამოსწორებას იქ შეეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია