ამბები

22:00 | 10.07.2010 | ნანახია 2177 - ჯერ

თასისათვის შანსი რჩება

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საწყისი ორი შეხვედრა დათმო, მერე ორი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თუ იტალია დაამარცხა, პორტუგალია კი პოლონეთთან დაეცა, თასისთვის ბრძოლის შანსი ექნება.
7-კაცა რაგბში ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება და მისი გამარჯვებული 6-ჯერ პორტუგალიის, ორჯერ კი რუსეთის ნაკრები გახდა. შესაბამისად, ქართველ მორაგბეებს ურთულეს ჯგუფში უწევთ ბრძოლა. მასპინძელი რუსეთი შარშანდელი პირველობის მოგებულია და ახლა, ტიტულის შენარჩუნება უნდა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში პორტუგალიასთან, მერე კი რუსეთთან შერცხვა. სამაგიეროდ, მათ შემდეგი თამაშები პოლონეთთან და მოლდოვასთან მოიგეს და ახლა, ჯგუფის დასკვნით მატჩში იტალიის ძლევის იმედად არიან, თანაც, მერე პორტუგალიამაც ვერ უნდა მოახერხოს გამარჯვების მოპოვება და თასის აღების იმედი დარჩება.

A ჯგუფი

რუსეთი - პოლონეთი 45:0 (19:0)
იტალია - მოლდოვა 14:12 (7:5)
პორტუგალია - საქართველო 33:12 (19:5)
მოლდოვა - პოლონეთი 24:12 (12:0)
რუსეთი - საქართველო 40:7 (26:0)
პორტუგალია - იტალია 19:21 (14:7)
საქართველო - პოლონეთი 35:12 (14:12)
პორტუგალია - მოლდოვა 33:10 (26:5)
იტალია - რუსეთი 10:26 (10:7)
მოლდოვა - საქართველო 7:19 (0:19)
იტალია - პოლონეთი 10:12 (5:12)
პორტუგალია - რუსეთი 12:19 (7:14)

 

1.    რუსეთი 4   4   0    0    130-29   12
2.    პორტუგალია 4 2 0 2 97-62 8
3.    იტალია 4 2 0 2 55-69 8
4.    საქართველო 4 2 0 2 73-92 8
5.    მოლდოვა 4 1 0 3 53-78 6
6.    პოლონეთი 4 1 0 3 36-114 6

ხვალ
იტალია - საქართველო
რუსეთი - მოლდოვა
პორტუგალია - პოლონეთი

B ჯგუფი

რუმინეთი - ლიტვა 17:5 (12:0)
საფრანგეთი - ჰოლანდია 24:0 (5:0)
ესპანეთი - უკრაინა 21:14 (14:7)
ჰოლანდია - ლიტვა 14:12 (7:7)
რუმინეთი - უკრაინა 21:12 (7:7)
ესპანეთი - საფრანგეთი 17:12 (12:7)
უკრაინა - ლიტვა 28:10 (21:0)
ესპანეთი - ჰოლანდია 31:0 (12:0)
საფრანგეთი - რუმინეთი 26:5 (21:0)
ჰოლანდია - უკრაინა 12:17 (0:12)
საფრანგეთი - ლიტვა 40:17 (19:12)
ესპანეთი - რუმინეთი 42:7 (21:7)

 

1.    ესპანეთი 4     4     0      0     111-33     12
2.    საფრანგეთი 4 3 0 1 102-39 10
3.    რუმინეთი 4 2 0 2 50-85 8
4.    უკრაინა 4 2 0 2 71-64 8
5.    ჰოლანდია 4 1 0 3 26-84 6
6.    ლიტვა 4 0 0 4 44-97 4

ხვალ
საფრანგეთი - უკრაინა
რუმინეთი - ჰოლანდია
ესპანეთი - ლიტვა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070772