ამბები

11:08 | 12.07.2010 | ნანახია 3774 - ჯერ

გაბრაზდნენ და გაილაღეს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ჯგუფის ბოლო მატჩი იტალიასთან დათმო, მაგრამ ამ მარცხმა ისე გააბრაზა, რომ მისი შემჩერებელი ვერავინ აღმოჩნდა და შედეგად, ერთგვარი რეკორდიც დაამყარა.
ქართულმა შვიდკაცამ დღე ჯგუფის დასკვნითი მატჩით დაიწყო და იტალიასთან მძიმე ბრძოლაში 14:21 დამარცხდა. პრინციპში, ამ შეხვედრის შედეგს ქართველთათვის აზრი ნაკლებად ჰქონდა, რადგანაც, მათ მე-5 ადგილზე უკეთესი პოზიციისთვის ბრძოლის შანსი თითქმის აღარ გააჩნდა. ჰოდა ამ მე-5 ადგილს ქართველები მაგრად მოეჭიდნენ. მათ ჯერ ნახევარფინალში უკრაინა 12:5 დასცეს, ფინალში კი, რუმინეთს ამ ტურნირში სარეკორდო ანგარიშით - 59:0 გადაურბინეს.
პრინციპში, ამ ტურნირზე ქართველთა მიზანი სწორედ მე-5 ადგილის დაკავება იყო, რომელიც საგაისოდ IRB-ს 7-კაცა სერიის ორ ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა. ასე რომ, გათამაშება წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
საგაისოდ, ევროპის რაგბის საბჭო გათამაშების ფორმატის შეცვლას გეგმავს, წლეულს კი, თასი პორტუგალიამ მეშვიდედ მოიპოვა, ვინაც ფინალში საფრანგეთს 12:5 აჯობა, ხოლო მე-3 ადგილი რუსეთმა ესპანეთის 22:10 ძლევით ირგუნა.

 

 

 

 

A ჯგუფი
იტალია - საქართველო 21:14
რუსეთი - მოლდოვა 32:5
პორტუგალია - პოლონეთი 34:7

 

1 რუსეთი 5 5 0 0 162-34 15
2 პორტუგალია 5 4 0 1 141-69 13
3 იტალია 5 2 0 3 76-90 9
4  საქართველო 5 2 0 3 87-113 9
5 მოლდოვა     5 1 0 4 58-113 7
6 პოლონეთი 5 1 0 4 43-148 7

 

B ჯგუფი
საფრანგეთი - უკრაინა 19:7
რუმინეთი - ჰოლანდია 19:21
ესპანეთი - ლიტვა 33:5
 

1  ესპანეთი 5 5 0 0 144-38 15
2 საფრანგეთი 5 4 0 1 121-46 13
3 უკრაინა 5 2 0 3 78-83 9
4  რუმინეთი 5 2 0 3 69-106 9
5 ჰოლანდია 5 2 0 3 47-103 9
6 ლიტვა 5 0 0 5 49-132 5


ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
მოლდოვა - ლიტვა 19:15
პოლონეთი - ჰოლანდია 15:17
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
იტალია - რუმინეთი 12:19
საქართველო - უკრაინა 12:5
 

თასის ნახევარფინალი
რუსეთი - საფრანგეთი 5:19
პორტუგალია - ესპანეთი 17:12
 

XI ადგილისთვის
ლიტვა - პოლონეთი 21:7
 

IX ადგილისთვის
მოლდოვა - ჰოლანდია 21:12
 

VII ადგილისთვის
იტალია - უკრაინა 17:24
 

V ადგილისთვის
რუმინეთი - საქართველო 0:59
 

III ადგილისთვის
რუსეთი - ესპანეთი 22:10
 

ფინალი
საფრანგეთი - პორტუგალია 5:12

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086742