ამბები

18:00 | 13.07.2010 | ნანახია 3389 - ჯერ

ნიჟარაძე ლეინზე ხვალ იტყვის

ის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტიმ ლეინს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
სწორედ ხვალისთვის მიიწვია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, მას-მედიის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში და ბოლოდროინდელი ინფორმაციების გათვალისწინებით, უმთავრესი საკითხი სწორედ ლეინის გათავისუფლება იქნება.
ნიჟარაძის გარდა, პრესკონფერენციას დაესწრებიან განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე და გამგეობის წევრი გუგა გეგენავა.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე საქართველოს თასის ფინალზე ისაუბრებენ თბილისის “ლელოს” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07896