ერთა თასი

16:48 | 12.03.2016 | ნანახია 1153 - ჯერ

„ბორჯღალოსნები“ რუსებს მშრალად უგებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდში, სოჭში რუსეთს პირველი ტაიმის შემდეგ 10:0 უგებს.

საწყის 40 წუთში ერთადერთი ლელო თამაზ მჭედლიძემ მას შემდეგ დადო, რაც მეტოქის 22-ში ფეხით ბურთი ლაშა ხმალაძემ ჩაკიდა. მანამდე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა გაიტანა და მერე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ გიორგი ნემსაძესთან ერთად იური კუშნარიოვი გაასინბინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088516