ამბები

12:41 | 29.07.2010 | ნანახია 2540 - ჯერ

რუსეთმა არგენტინა დაგეგმა

ევროპის ერთა თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა უმთავრესმა მეტოქემ რუსეთის ნაკრებმა, 2011 წლის ერთა თასისა და მსოფლიო  თასისთვის უკეთ მოსამზადებლად, არგენტინის A ნაკრებთან ორი ტესტ-მატჩი დაგეგმა.
არგენტინელები რუსეთს ოქტომბერში ეწვევიან და 23 ოქტომბერს “დათვებს” მოსკოვში, “სლავას” სტადიონზე შეხვდებიან, 30 ოქტომბერს კი მეორე მატჩი მოსკოვის მახლობლად, “მონინოზე” გაიმართება.
რუსეთის ნაკრები ევროპის ერთა თასის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში, “ბორჯღალოსნებს” 19 მარტს სოჭში დაუხვდება. 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, “დათვების” მეტოქეები ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიისა და აშშ-ს ნაკრებები იქნებიან.  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076991