ამბები

14:10 | 5.08.2010 | ნანახია 2103 - ჯერ

„ოლ ბლექსი“ მომავალზე ფიქრობს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა, ეროვნული გუნდის წევრებთან - კონარდ სმიტთან, ჯერომი კაინოსთან, ტომ დონელისთან, სემ უაიტლოკთან, ენტონი ბორიჩთან და ბენ ფრენკსთან, 2012 წლის ბოლომდე ახალი კონტრაქტები გააფორმა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ამ გზით, 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდიდან მორაგბეთა მასიური წასვლისაგან თავს დაიცავს.
“ჩვენ და მწვრთნელები, ამ მოთამაშეებს გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრებად მივიჩნევთ. კარგია, რომ ისინი კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდნენ” - განაცხადა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა სტივ ტიუმ.
 








 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079586