სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგან ჰოსკინსმა, “სპრინგბოკის” მთავარ მწვრთნელ პიტერ დე ვილერსის ვერსიას, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა, მხარი დაუჭირა და ავსტრალიას და ახალ ზელანდიას “ომი გამოუცხადა”.
Scrum-ის ინფორმაციით, ჰოსკინსი მზადაა, ეროვნული გუნდის დამრიგებელი ბოლომდე დაიცვას. არადა, იმ განცხადების გამო, რომელიც დე ვილერსმა ავსტრალიურ ტელეკომპანიასთან საუბრისას გააკეთს, რომ მსაჯები “ოლ ბლექსს” სამხრეთ აფრიკასთან თამაშებში ეხმარებოდნენ, მას ტურნირის ორგანიზატორებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდება.
ამასობაში, რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB), სამ ერზე ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შეხვედრის სამხრეთაფრიკელი მთავარი მსაჯის ასისტენტი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და მას უფლებამოსილება შეუჩერა. IRB-ს მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა პედი ობრაიენმა, სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რიჩი მაკკოუს წინააღმდეგ თამაშისთვის, დრიუ მიჩელს ყვითელი ბარათი არ ეკუთვნოდა. არადა, მიჩელისთვის ეს ბარათი შეხვედრაში მეორე იყო, შესაბამისად, მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ავსტრალიის ნაკრებმა კი თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია