ამბები

13:21 | 10.08.2010 | ნანახია 2963 - ჯერ

ფეიქრიშვილს სეზონის სტარტი გაუცდება

საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული “კასტრის” ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა “კოლომიესთან” გამართული ამხანაგური მათტჩის მეთორმეტე წუთზე მუხლი იტკინა.
ტრამვის სირთულე ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ ფეიქრიშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს გამოტოვებს.
ანტონი “კასტრში” ასევე ფრანგული “აჟენიდან” წელს გადავიდა, რომელიც გასული სეზონის შედეგებით, ელიტარულ ტოპ-14-ში დაუბრუნდა.
14 აგვისტოს, “კასტრი”, რომლის ღირსებას “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთი წევრი აქვსენტი გიორგაძე იცავს, სეზონის პირველ შეხვედრას სტუმრად “ლა როშელთან” ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
4.599567