საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კასტრ ოლიმპიკის” წამყვანი მორაგბე აქვსენტი გიორგაძე მოედანს უბრუნდება.
გასული სეზონის მიწურულს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, გიორგაძე მწყობრში ჩადგა და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი მატჩისათვის ემზადება.
“კასტრი” ფრანგული ტოპ-14-ის გასული წლის აღმოჩენად იქცა. მას შემდეგ რაც 2009 წელს გუნდი ლორან ლაბის და ლორან ტრავერსის ტანდემმა ჩაიბარა, გუნდი ერთერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.
გიორგაძის კლუბმა მთელი პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში გაატარა და ფლეი ოფშიც დამსახურებულად მოხვდა. გიორგაძის გარდა, კასტრელებს მეორეხაზელი მატიას როლანდი და ნახევარმცველი სებასტიან ტილუს-ბორდიც დაუბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ “კასტრის” კიდევ ერთმა ქართველმა წევრმა ანტონ ფეიქრიშვილმა “კოლომიესთან” გამართული ამხანაგური მათტჩში ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
14 აგვისტოს, “კასტრი” ტოპ-14-ის პირველ შეხვედრას სტუმრად “ლა როშელთან” ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია