ფრანგული ტოპ-14-ის წევრი “მონპელიე“ ჩემპიონატის მეორე მატჩს შინ ჩაატარებს. 20 აგვისტოს, ქართველი მორაგბეების გუნდს ივ დე მანუარის არენაზე დედაქალაქური “რასინ-მეტრო“ ესტუმრება.
კლუბის ხელმძღვანელობამ თამაშისთვის 23-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი მოხვდა. “ბიარიცთან“ პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემა და ერიკ ბეშუმ 23-კაციან სიაში გიორგი ჟღენტი შეიყვანეს, რომელსაც გასულ კვირას “ბიარიცთან” წაგებულ (22:30) მატჩში არ უთამაშია.
ხვალ გასამართი შეხვედრისთვის, განაცხადში არიან მამუკა გორგოძე და გოდერძი შველიძეც. სამწუხაროდ, შემადგენლობაში არ ფიგურირებს გიორგი ჩხაიძე. სავარაუდოა, რომ “ბინგოს” ყოფილ თანაგუნდელებთან შერკინება მეორე წრეში მოწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია