ამბები

16:49 | 23.08.2010 | ნანახია 1848 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” ლიდერობა გაიმყარა

ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა იოჰანესბურგში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ძლევის (29:22) შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში საკუთარი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
“ოლ ბლექსი” “ქურციკებს” უკვე 8.14 ქულით უსწრებს და საკუთარვე რეკორდს მცირედით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ზელანდიელებს უდიდესი სხვაობა ხელთ 2007 წლის 25 ივნისის კლასიფიკაციაში ეპყრათ, როდესაც აფრიკელებს დურბანში 26:21 სძლიეს და წინ 9.51 ქულით გაიჭრნენ.
მიუხედავად მარცხისა, “ქურციკები” რეიტინგის მეორე პოზიციაზე კი დარჩნენ, თუმცა უშუალო კონკურენტ ავსტრალიას სულ მცირედითღა უსწრებენ და თუკი მომავალ შაბათს პრეტორიაში “ვოლაბიზთანაც” დამარცხდებიან, მათ ზურგს უკან აღმოჩნდებიან.
ვინაიდან გასულ უქმეებზე სხვა მატჩები არ გამართულა, უცვლელი დარჩა სიტუაცია რეიტინგის სხვა მოწინავე გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრები 66.38 ქულით კვლავაც მე-17 ადგილზე იმყოფება და აშშ-სა და ტონგას გუნდებს მცირედით ჩამორჩება.

 
IRB-ს რეიტინგი 23 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 94.29
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86.15
3 (3). ავსტრალია 85.11
4 (4). საფრანგეთი 82.75
5 (5). ირლანდია 82.03
6 (6). ინგლისი 81.82
7 (7). შოტლანდია 79.81
8 (8). არგენტინა 79.70
9 (9). უელსი 78.58
10 (10). ფიჯი 74.39
11 (11). იტალია 72.97
12 (12). სამოა 72.74
13 (13). იაპონია 72.49
14 (14). კანადა 69.43
15 (15). აშშ 67.86
16 (16). ტონგა 67.06
17 (17). საქართველო 66.38
18 (18). რუსეთი 65.80
19 (19). რუმინეთი 65.10
20 (20). ნამიბია 62.69
21 (21). ურუგვაი 61.38
22 (22). პორტუგალია 61.27
23 (23). ესპანეთი 57.70
24 (24). ჩილე 56.97
25 (25). მაროკო 56.11
26 (26). ბელგია 55.36
27 (27). ყაზახეთი 55.20
28 (28). ბრაზილია 54.56
29 (29). უკრაინა 54.35
30 (30). გერმანია 53.22

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081215